პოლიციაზე თავდასხმისთვისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში ჩვენებას დღეს მისცემს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პოლიციისთვის მიცემულ პირველად ჩვენებაში გრიგორიადისმა აღიარა, რომ სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდა. რომ სწორედ მან დაამზადა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და დაწვა პოლიციის მანქანა. ჩვენების სისწორე ხელმოწერით დაადასტურა, თუმცა დაკავებულს ამ თემაზე წინა სასამართლო პროცესზე აღარ უსაუბრია.
კომენტარები