• რეკლამა
  • კონტაქტი
18:05, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ გეუბნებიან, რომ ამერიკული კანონი რუსულია, უნდა დაიჯერო, თან ისე, რომ გასაპროტესტებელი კანონი არც კი უნდა წაიკითხო“ – ზაზა შათირიშვილი

ალია ავტორი - ალია
10:44 04-03-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები არის იმის საუკეთესო ილუსტრაცია, თუ როგორი სამყაროს შექმნას ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები, – ამის შესახებ ფილოსოფოსი და ექსპერტი, ზაზა შათირიშვილი წერს.

მისი თქმით, ეს ოჯახები მოქმედებენ ჯორჯ ორუელის „1984-ის“ პრინციპით: „ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა“.

„ცდილობენ შექმნან საზოგადოება, სადაც დომინირებს არა ნამდვილი, არამედ ვირტუალური სინამდვილე. გვეუბნებიან, რომ უნდა დავიჯეროთ არა ის, რაც სინამდვილეში არსებობს, არამედ მხოლოდ ის, რასაც ვირტუალური სინამდვილის ავტორი გვეუბნება. თუ გეუბნებიან, რომ ამერიკული კანონი რუსულია, უნდა დაიჯერო, თან ისე, რომ გასაპროტესტებელი კანონი არც კი უნდა წაიკითხო. თუ გეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა ცუდია, უნდა დაიჯერო. თუ გეუბნებიან, რომ ცალ ფეხზე უფრო მყარად იდგები, ვიდრე ორ ფეხზე, ესეც უნდა დაიჯერო. გვეუბნებიან, რომ თუ ამერიკა და ევროპა იცავენ აგენტების კანონით საკუთარ სუვერენიტეტს, ეს კარგია, მაგრამ თუ საქართველო გადაწყვეტს აგენტების კანონით საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას, ეს საშინელებაა და ევროატლანტიკური კურსიდან ქვეყნის გადახვევას ნიშნავს. გვეუბნებიან, რომ ამორალურობა პროგრესულობაა, ახალგაზრდობა გამოცდილებაა. გვეუბნებიან, რომ ხალხის ნებას გამოხატავს არა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რომელსაც მანდატი მილიონმა ამომრჩეველმა მიანიჭა, არამედ ქართველი ხალხია გიგაური და ლომჯარია, რომლებმაც მანდატი ოკეანის გაღმა მიიღეს.

ჩვენ უნდა დავიცვათ ნამდვილი სინამდვილე, სადაც მშვიდობა მშვიდობაა და ომი და მეორე ფრონტი ცუდია, სადაც თავისუფლება თავისუფლებაა და მონობა და აგენტობა ცუდია, სადაც გონიერება გონიერებაა და უმეცრება და გამოუცდელობა ცუდია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავიმეორებთ იმ შეცდომებს, რომლებმაც საქართველოს 90-იან წლებში სამი ომი და ეკონომიკური კოლაფსი მოუტანა. გავიმეორებთ იმ შეცდომებს, რომლის შედეგადაც სააკაშვილის ხელით მართულმა აგენტოკრატიამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა და შემდეგ, ევროსაბჭოს რეზოლუციით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია სამართლებრივადაც გაუფორმა. გავიმეორებთ შეცდომებს, რომელიც საქართველოს გარდაუვალ უკრაინიზაციას, ანუ 90-იანი წლების უმძიმეს წარსულში საქართველოს დაბრუნებას გამოიწვევს. გამოუცდელობითა და ემოციური ირაციონალიზმით, ქართულმა საზოგადოებამ წარსულში უკვე დაუშვა უმძიმესი შეცდომები, რომელთა ხელმეორედ დაშვებას მომავალი თაობა არ გვაპატიებს,“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე

17:45 09-18-2025
AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი
ახალი ამბები

AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი

15:49 09-18-2025
სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი
ახალი ამბები

სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი

14:33 09-18-2025
თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

13:21 09-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved