იტალიის ქალაქ ბარიში 32 წლის ქართველ ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები მიაყენეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც Bari – la Repubblica წერს, შემთხვევა აბატე-ჯიმას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა.
„დაშავებულია ქართული წარმომავლობის 32 წლის ქალი, რომელიც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა დილის საათებში მოხდა. პოლიცია სწრაფად გავიდა ეჭვმიტანილის კვალზე, რომელიც რამდენიმე საათში დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველების შემდეგ მორიგე პროკურორის თანაშემწეც მივიდა, რომ შეეფასებინა, უნდა მინიჭებოდა თუ არა საქმეს მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია, რადგან ქალი ყელში იყო დაჭრილი და ეს ჭრილობები შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩენილიყო“, – წერს გამოცემა.
მედიის ცნობით, შემთხვევას სავარაუდოდ, წინ უძღოდა კონფლიქტური სიტუაცია.
pia.ge
კომენტარები