• რეკლამა
  • კონტაქტი
14:41, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნუთუ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ჭირდება დაცვა რამდენიმე ოჯახის პათოლოგიური ზრახვებისგან?“ – ზაზა შათირიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:59 03-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
444

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

„გრძელდება საერთაშორისო მედიაში „კრედიტ სუისის“ პიარული გაშავების კამპანია, რომლის ფონზეც შვეიცარიული ბანკის აქციების ფასი მკვეთრად ეცემა. თუ 2007 წელს ბანკის ერთი აქციის ფასი 84 შვეიცარიულ ფრანკს აღემატებოდა, დღეს მისი ფასი მხოლოდ 0,88 ფრანკს შეადგენს. აქციების ფასის 100-ჯერ გაუფასურების ფონზე, ერთ დროს შვეიცარიის საბანკო სისტემის ფლაგმანად აღიარებული „კრედიტ სუისი“ თანდათანობით ამერიკელების საკუთრებაში გადადის, რასაც კომპანია „ბლექროკი“ უწევს კოორდინაციას.

როგორც წინა წერილებშიც ვახსენე, „ბლექროკი“, სამ უმსხვილეს ამერიკულ ჩრდილოვან ბანკთან ერთად, ოლიგარქიული ოჯახების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტისა და უშუალო პოლიტიკური გავლენების წყალობით, ოჯახები მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ახერხებენ პოლიტიკურ ექსპანსიას, ხელისუფლებებისა და სასამართლო სისტემების მითვისებას, აგენტოკრატიების ჩამოყალიბებას, ომების გაჩაღებას, სახელმწიფოების იდენტობისა და თვითმყოფადობის მოშლას, ისევე, როგორც საზოგადოების ზომბირებისკენ მიმართული ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას.
ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზნების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. მათ შორის საუბარია მსოფლიოს 8-მილიარდიანი მოსახლეობის ათჯერ შემცირებაზე. ამ მიზანს ემსახურება ლგბტ პროპაგანდა, ე.წ. ოჯახის დაგეგმვის ინსტიტუტი, აბორტების ლიბერალიზაცია, გენდერული თანასწორობის კონცეფციები, სქესის შეცვლის კამპანიები, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და ა.შ. თითოეული ეს იდეოლოგიური ხაზი ადამიანის უფლებების დაცვის, მათი თანასწორობისა და თავისუფლების უზრუნველყოფის ბრჭყვიალა შირმით არის შენიღბული.

გარდა ამისა, ოლიგარქიულ ოჯახებს და მათ კომპანიებს სრული რესურსი აქვთ, მოსახლეობის შემცირების მიზნის მისაღწევად, სრულად აამოქმედონ საკუთარი სამხედრო და ფარმაცევტული ინდუსტრიები. ამასთან, იქნება თუ არა საქართველოს და ქართველების ადგილი ოჯახების მიერ ჩაფიქრებულ ახალ სამყაროში, დანამდვილებით არავინ იცის.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ წაკითხული ჩემს მიერ არაერთხელ ნახსენები ჰაქსლისა და ორუელის ნაწარმოებები – „საოცარი ახალი სამყარო“ და „1984“, ასევე ენტონი ბერჯესის “სასურველი მარცვალი”, გირჩევთ, აუცილებლად წაიკითხოთ, რომ ზუსტად გაიაზროთ, როგორ სამყაროს უმზადებენ ოლიგარქიული ოჯახები თქვენს შვილებს.

სწორედ ოლიგარქიული ოჯახების მანკიერ გეგმებს შეეწირა დემოკრატია საერთაშორისო მასშტაბით. ისინი უკვე დიდი ხანია ფლობენ პრინციპულ გავლენას ამერიკულ სახელმწიფო სტრუქტურებზე, 2008 წლიდან კი მათ ასეთივე გავლენა ევროპულ სტრუქტურებზეც მოიპოვეს. ამ გავლენის წყალობით, მათ შეძლეს ევროპის ეკონომიკის ზრდის შეჩერება. თუ 2003-08 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა და 8-დან 16,3 ტრილიონამდე გაიზარდა, 2009-22 წლებში მან 14-წლიანი სტაგნაცია განიცადა და შარშან მხოლოდ 16,6 ტრილიონი შეადგინა.

სწორედ ეს არის სუვერენიტეტის დაკარგვის ფასი – აგენტოკრატია, ეკონომიკური სტაგნაცია და საზოგადოების მორალური სტერილიზაცია. სადამდე მიიყვანს ეს პროცესები ევროპას, პირადად ჩემთვის თანდათანობით სულ უფრო ცხადი ხდება.

ამ ყველაფრის ფონზე, მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, რომლებსაც 100 წლის წინ მოღვაწე ბოლშევიკების მსგავსად, თავი ყველაზე პროგრესულ კასტად მოაქვთ და სინამდვილეში, კონკრეტული მანკიერი იდეოლოგიის გავრცელების შიშველ იარაღად არიან ქცეული: ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული? ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ თქვენს პოზიციას არა ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ სწრაფვა, არამედ სწორედ მონური აზროვნება და თავს მოხვეული იდეოლოგიის თვალდახუჭული მორჩილება განაპირობებს? ნუთუ თქვენი შვილებისთვის გემეტებათ ის მახინჯი სამყარო, რომელიც ჰაქსლისა და ორუელის ნაწარმოებებშია აღწერილი? ნუთუ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილები დასაცავი არიან ლგბტ პროპაგანდისგან, ეროვნული, რელიგიური, სქესობრივი და სექსუალური იდენტობის მოშლისგან? ნუთუ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ჭირდება დაცვა რამდენიმე ოჯახის პათოლოგიური ზრახვებისგან? და ბოლოს, ნუთუ არ დაფიქრებულხართ, რომ გლობალური პოლიტიკური თამაშებისგან საქართველოს დაცვა მხოლოდ მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში არის შესაძლებელი?

მოვუწოდებ ყველას, ლიბერალს თუ არალიბერალს, კარგად დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე და გაუფრთხილდნენ საქართველოს დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა 30 საუკუნის მანძილზე თავგანწირული ბრძოლის ფასად შემოგვინახეს. დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს გადარჩენა მხოლოდ მისი სუვერენიტეტის დაცვითა და გაფრთხილებით არის შესაძლებელი“

თეგები: ზაზა შათირიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved