“ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მინისტრებთან, გარდა ერთისა. მთავართან, პრემიერმინისტრთან არ მაქვს ურთიერთობა”– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა “ტვ პირველისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კომუნიკაციის სურვილი თავად ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს. (მე, რა თქმა უნდა, მაქვს – პრეზიდენტი)
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს ნორმალური, გაწონასწორებული ფუნქციონირება ინსტიტუტებს შორის.
დემოკრატია არის, ერთი მხრივ ხალხის და ამომრჩევლის ნება და, მეორე მხრივ, ინსტიტუტების პატივისცემა და მათ შორის ნორმალური ურთიერთობები”- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის თეა წულუკიანთან ურთიერთობის საკითსაც შეეხო და თქვა, რომ “თუ დაპატიჟებს კულტურის მინისტრს, დარწმუნებულია მივა”.
კომენტარები