• რეკლამა
  • კონტაქტი
19:03, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნოდარ დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის აგენტებად შერაცხვას?“ – ნინო ლომჯარია

ალია ავტორი - ალია
17:02 03-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,676

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს:

„ნოდარ დუმბაძე ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი მწერალია. თითოეული მისი რომანი თუ მოთხრობა, იუმორისტული ჩანაწერები 10-10-ჯერ მაინც მაქვს წაკითხული. გურული ბავშვები მე-6 – მე-7 კლასში ნოდარ დუმბაძის სოფელში რომ დავყავდით ხოლმე ექსკურსიაზე, მე მის მამიდასთან ინტერვიუებს ვწერდი, ბავშვურად თავისუფალი და ცოტათი პროვოკაციული კითხვებით, მაგალითად – “რეალურად არსებობდა თუ არა დათიკო ბრიგადირი?”
ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას მთავარ ხაზად გასდევს მშობლების “ხალხის მტრებად”  და “აგენტებად” შერაცხვით გამოწვეული მძიმე ტრავმა, რაც საბჭოთა ცენზურამაც კი ვერ წაშალა. მის შემოქმედებაში ვკითხულობთ, რომ გულის პირველი შეტევა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში მიიღო, როდესაც მშობლების რეპრესიების შემდეგ მარტო დარჩენილი პატარა ნოდარი მამიდან მატარებლით სოფელში წაიყვანა…
ჩემთვის ნოდარ დუმბაძე იყო ის მწერალი, რომელმაც პირველად დამანახა უდანაშაულო ადამიანების აგენტებად და ხალხის მტრებად შერაცხვის გამანადგურებელი შედეგი როგორც მსხვერპრებისთვის, ასევე, მათი შვილებისა თუ, მათ შორის, “დამბეზღებლებისთვის”.  ჰოდა, ნოდარ დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის (ინტელექტუალურად, ღირებულებებით, სამშობლოს სიყვარულით, საქმით) აგენტებად შერაცხვას? როგორ უნდა იდგე იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ამის კეთებას დღეს კანონის მიღების გარეშე აგრძელებენ?  არ მესმის მე ეს და მინდა მჯეროდეს, რომ ყველა გამოფხიზლდება ამ სიგიჟიდან და ვნახავთ ერთმანეთთან საერთო ენას.”

თეგები: ნინო ლომჯარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved