• რეკლამა
  • კონტაქტი
01:27, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ცქვიტარიამ თიბისისთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხანწკში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა

ალია ავტორი - ალია
14:01 03-22-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
281

82 წლის გიორგი ცქვიტარიამ, რომელიც 12 წლის წინ საცხოვრებლად თავის მშობლიურ სოფელს, ხანწკს დაუბრუნდა, ამავე სოფელში თიბისის მხარდაჭერით თხილის გადამამუშავებული მცირე საწარმო გამართა, ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმა და თანასოფლელებისგან თხილის შესყიდვა-რეალიზაცია დაიწყო.

„მშობლიურ სოფელში, მამაპაპისეულ სახლში დაბრუნებისთანავე დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ჩემი სოფლის საკეთილდღეოდ და მოსახლეობის პრობლემების შესამსუბუქებლად. ხანწკში და მის მიმდებარედ თითქმის ყველა ოჯახს მოჰყავს თხილი. ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, სოფლის ტერიტორიაზე დამეარსებინა თხილის გადამამუშავებელი საწარმო და დავხმარებოდი მოსახლეობას მოსავლის გადამუშავება-რეალიზაციაში.

მანამდე მათ აღებული მოსავლის სარეალიზაციოდ დიდი გზის გავლა და ბევრი პრობლემის გადაჭრა უწევდათ. ადგილზე საწარმოს დაარსებით კი მე შევძლებდი ამ პრობლემების მოგვარებას და, ამასთანავე, შევქმნიდი სამუშაო ადგილებს ადგილობრივებისთვის.

2011 წელს დავწერე ბიზნესგეგმა და მისი განხორციელების მიზნით მივმართე თიბისის. მისი კვალიფიციური თანამშრომლების დახმარებითა და ბანკისგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერით სოფელ ხანწკში გავმართეთ და საჭირო დანადგარებით აღვჭურვეთ მცირე ქარხანა, რომელიც 600 კვ.მ -ზეა განთავსებული.

თუ მანამდე მოსახლეობას დიდი რაოდენობით თხილის ჩასაბარებლად 20-30 კილომეტრის გავლა უწევდა, რაც, ცხადია, გარკვეულ ხარჯთან იყო დაკავშირებული, საწარმოს დაარსების შემდეგ მათ ეს პრობლემა მოეხსნათ. ახლა თხილი ან თავად მოაქვთ ჩვენამდე, ან თავად მივდივართ მათთან და ვეხმარებით პროდუქტის ტრანსპორტირებაში. მთავარი ამ საქმეში სწორედ ის არის, რომ მოსახლეობას ერთი პრობლემა გადავუჭერით. ამასთანავე, ქარხანაში დასაქმდა  22 -მდე ადგილობრივი, რომელთა ხელფასიც 500-600 ლარია.

საწარმოში თხილის მოტანის შემდეგ, ხდება მისი სპეციალური დანადგარებით დამუშავება, გაშრობა, დახარისხება და სარეალიზაციოდ გამზადება. ჩვენი მინი საწარმო წელიწადში 250 ტონამდე თხილს გადაამუშავებს. გადამუშავებული თხილის რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება. ნედლეულის დიდ ნაწილს, როგორც აღვნიშნე, ადგილობრივებისგან ვყიდულობთ, გარკვეული რაოდენობა კი კახეთიდან მოგვაქვს, რადგან იქაური თხილი ცოტა გვიან იწყებს შემოსვლას და ხარისხობრივადაც განსხვავდება მეგრულისგან.

მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიე – ჩემი მცირე წვლილი შევიტანე მშობლიური სოფლის განვითარების საქმეში. ეს ძალიან მაბედნიერებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამით არ უნდა დავკმაყოფილდე. ამიტომ მომავალ წელს ვგეგმავ საწარმოს გაფართოებას, რეალიზაციის 3-4-ჯერ გაზრდას და თხილის ექსპორტზე გატანას.

82 წლის ვარ და შვილები და შვილიშვილები მეუბნებიან, რომ დროა, დავისვენო. მე კი ვპასუხობ, რომ ჩემთვის დასვენება მუდმივი მოძრაობა, საქმე და ადამიანების დახმარებაა“.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved