• რეკლამა
  • კონტაქტი
16:20, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა

ალია ავტორი - ალია
12:34 03-21-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

ადვოკატ ოთარ კახიძის განცხადებით, იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ე.წ წვრთნების საქმეზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურება არ დაკისრებია.

საუბარია საქმეზე, რასთან მიმართებითაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებოდნენ.

კეზერაშვილთან ერთად საქმეზე ბრალდებული იყო თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა, თუმცა მას სასამართლომ ბრალი დასდო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივ გულგრილობაში.

ნინუას ნაწილში მეორე ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგიამ საჩივარი დააკმაყოფილა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ნინუას მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

“როდესაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოვიდა, დავით კეზერაშვილის მსჯავრდების გადაწყვეტილება, დავით კეზერაშვილს ბრალად წარდგენილი გაფლანგვის ნაწილი უზენაესმა სასამართლომ დაუდასტურა. ალექსანდრე ნინუას შემთხვევაში კი, მიუთითა სამსახურებრივ გულგრილობაზე. შესაბამისად, თანამონაწილეობის კომპონენტი არ არსებობდა ანუ ჩემი მარწმუნებელი უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი გაფლანგვის თანამონაწილე არ იყო. ხაზი მინდა გავუსვა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, რადგანაც მივიჩნევთ, რომ თავდაცვის სამინისტროში ჩატარებულია ის წვრთნები, რაზეც პროკურატურა აპელირებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულება წარდგენილია, თუმცა ეს სისხლის ნაწილს ეხებოდა. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით შემდგომ თავდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა და “გაფლანგული თანხის” დაკისრებას ითხოვდა. ჩემი მარწმუნებელი არ იზიარებს, რომ აქ, რაიმე არის გაფლანგული და რომ წვრთნები არ ჩატარებულა. დღეს, სააპელაციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც მიიღო, დაადგინა, რომ არ უნდა დაეკისროს “ზიანის ანაზღაურება” ჩემ მარწმუნებელს, ვინაიდან პროცესუალურად იმ დანაშაულის თანამონაწილე, რომელიც უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, ჩემი მარწმუნებელი არ იყო. ამიტომ, პროცესუალურად ეს გადაწყვეტილება სწორია. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, თავად უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მსჯავრდებას ადგენს, როგორც ჩემი მარწმუნებლის, ისე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მიმართ, იმის გამო, თითქოს წვრთნები არ ჩატარდა, ჩვენ ამას დღესაც არ ვეთანხმებით“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე 2022 წლის მარტში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, რის საფუძველზეც დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი. საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება – წვრთნები არ მიუღია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.

ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (როგორც დაზარალებულმა პირმა) აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved