• რეკლამა
  • კონტაქტი
02:39, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მეშახტეების მერე, ჟურნალისტებს უსკდებათ გულიო“ – რას წერს ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:54 03-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,897

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი:

„ჟურნალისტის პროფესია ერთ- ერთი ყველაზე მძიმე და საპასუხისმგებლო პროფესიაა. პირველი კურსის პირველსავე ლექციაზე, მახსოვს, ასეთი რამ გვითხრეს: მეშახტეების მერე, ჟურნალისტებს უსკდებათ გულიო. კი არ შეგვაშინეს, ირიბად გვირჩიეს, რომ თუ არ ხართ მზად, ახლავე გადაბრძანდით სხვა ფაკულტეტზეო. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს მცოდნე, გაბედული, ძლიერი, პრინციპული, უნდა იცავდეს ჟურნალისტურ სტანდარტს. მის მიერ მომზადებული სტატია ან სიუჟეტი უნდა იყოს არგუმენტირებული, ფაქტებით გამყარებული, მრავალ წყაროზე გადამოწმებული და საზოგადოებისათვის არა საზიანო, არამედ სასიკეთო. ერთხელ ერთ-ერთ გადაცემაში მოვყევი, აფხაზეთის ომის დროს, ხშირად გამიშვია კამერისთვის ხელი, დამიკარგავს კადრი, არ ჩამიწერია ინტერვიუ, მაგრამ იმ მომენტში სხვა ადამიანს და ადამიანებს ვჭირდებოდი. ვჭირდებოდი, როგორც ადამიანი და არა როგორც ჟურნალისტი. ბევრი ჩემი კოლეგა მოქცეულა ასე. მე გამონაკლისი სულაც არ გახლავართ. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვძულდეს რესპონდენტი, მიუხედავად მისი აზრებისა და პოზიციებისა. მეტიც, უნდა ვიყოთ თანაგრძნობით განმსჭვალული და ფრთხილნი, თუ ჩვენი მასალა ტრაგედიას, კატასტროფას ან კრიმინალური შემთხვევისას დაღუპულებს ეხებათ. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ არ უნდა გავიყიდოთ, არ უნდა ვიქცეთ ინსტრუმენტად არავის ხელში, უნდა ვემსახუროთ სიმართლეს. კიდევ ბევრ რამეს გვასწავლიდნენ, რაც ამ პროფესიის ფუნდამენტია. გარდამავალი ეპოქა იყო. საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონტურები იძერწებოდა. იმედებით ვიყავით სავსე. ჯერ ერთადერთი ტელევიზია ფუნქციონირებდა და ჩემი თაობის ყველა ჟურნალისტმა პირველ არხზე აიდგა ფეხი. მოგვიანებით, გაჩნდა სხვა არხები, გაჩნდა კონკურენცია, დაიხვეწა ტელევიზიის ტექნიკური მხარე, ახალი ფორმატები დაიბადა, მაგრამ ამასობაში ზოგიერთი ჟურნალისტის სული გაუხეშდა. გულგრილობის, ცინიზმის, ზედაპირულობის ხარისხიც, სამწუხაროდ, გაიზარდა. მოაზროვნე პერსონების პარალელურად, წინა პლანზე ფსევდოჟურნალისტებმაც წამოიწიეს, რომელთათვისაც ჟურნალისტის პროფესია გაიგივებულია ყველაფრისმკადრებლობასთან. ჟურნალისტიკა არაა ყველაფრისმკადრებლობა, არაა არასასურველი რესპონდენტების განადგურების მცდელობით გამოწვეული შავი სიხარული, რაც მეც გადამიტანია საკუთარ თავზე… ბევრჯერ, სხვათა შორის. არაა დაცინვა, აბუჩად აგდება, ცილისწამება და ბულინგში თანამონაწილეობა. ეს ჰუმანური პროფესიაა. ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს კაცთმოძულე და დამბრალებელი. არ შეიძლება იყოს სულით ბოროტი, როგორც ექიმი არ შეიძლება იყოს ჯალათი. სიმართლის მსახურება დიდი პასუხისმგებლობაა. მსხვერპლიცაა, ვინაიდან სიმართლის მსახურის ცხენი შეკაზმული უნდა იყოს.
გამძლეობას, მხნეობას და მოთმინებას ვუსურვებ ამ პროფესიის ჭეშმარიტ და ერთგულ წარმომადგენლებს, რომელთა შრომას, თავდადებას, გამბედაობას და წესიერებას გრძნობს და ხედავს საზოგადოება. ყველას გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.
ვინც წაიკითხავს ამ პოსტს და გაუჩნდება კომენტარის დაწერის სურვილი, ვთხოვ კორექტულობას და კონკრეტული პერსონების ჩაქოლვისგან თავშეკავებას. დაფიქრებისთვის დაიწერა ეს პოსტი და არა ერთმანეთის დასაკლავად, რა ტენდენციაც ასე მძლავრობს დღეს სოციალურ ქსელში… და სამწუხაროდ, ამ ქსელის მიღმაც.“
თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved