• რეკლამა
  • კონტაქტი
12:40, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურში შეხვედრებს გამართავენ

ალია ავტორი - ალია
12:52 03-12-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სტრასბურგში მიემგზავრებიან.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგში შეხვედრებს გიორგი ჩალაძე და პეტრე ცისკარიშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით გამართავენ.

„ევროკავშირის რეზოლუციის შემდეგ, სადაც შავით თეთრზე დაწერეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტის მსხვერპლი, რომ ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი საქართველოში, ყველამ ნახა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის დემარში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ოფიციალურად. ახლა უკვე საფრანგეთის პრეზიდენტი ღიად და დაუფარავად მოუწოდებს რუსულ ხელისუფლებას საქართველოში, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და განაცხადა, რომ ყოფილი ლიდერები, რომლებიც არიან დაკავებულები და რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, უნდა იყვნენ გათავისუფლებული. იმ პირობებში, როცა ცივილიზებული სამყარო გამადიდებელი შუშით აკვირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ შემოდგომაზე საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, უმნიშვნელოვანესია შესრულდეს პირობები და დათქმები, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს.

ხვალ ჩვენი წარმომადგენლობა პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით წავლენ სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მასთან, გიორგი ჩალაძემ აღნიშნა, რომ სტრასბურგში შეხვედრების მიზანი და თემა „პუტინის პატიმრები“ იქნება.

„ჩვენ გვექნება საუბრები ქალბატონ გიულისთან და პრეზიდენტ სააკაშვილის შვილთან ერთად იმ ქმედებებზე, რომელსაც პუტინი მისი პატიმრების მიმართ სჩადის. უკვე 1 კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების ვიზიტი, რომლებიც ჩამოდიან ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ეგიდით, გაერთიანებული მისიით და ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ემანუელ მაკრონი აკეთებს ასეთ განცხადებებს, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, დროულად მოხდეს პოლონელი ექიმებისთვის ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარება და საშუალების მიცემა პრეზიდენტი მოინახულონ. ეს იქნება რეკომენდაციების შესრულებისთვისთვის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, უნდა გათავისუფლდნენ.

“სიტუაციის განმუხტვის ინიციატივა ხელში უნდა აიღოს მთავრობამ და ის დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უნდა გაათავისუფლოს, რათა სიტუაცია უფრო დამშვიდდეს”, – აცხადებს მაკრონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved