• რეკლამა
  • კონტაქტი
10:44, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, თუმცა ერთი მიზნით – გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს არაფერი ადამიანური” – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
12:30 03-12-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
366

რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რაკეტები და არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები და ნაღმმტყორცნები – ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, თუმცა ერთი მიზნით – გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს, არაფერი ადამიანური. ნანგრევები, ნამტვრევები, მიწაზე ჭურვებისგან დატოვებული ღრმულები – ეს რუსეთის ავტოპორტრეტია, რომელსაც ის ხატავს იქ, სადაც რუსეთის გარეშე ნორმალური ცხოვრება სუფევს. რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, სასჯელის, რომელსაც კრემლი ვერ შეაჩერებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უკრაინის მიერ გუშინ დაწესებულ სანქციებზე ფიზიკური და იურიდიული კომპანიების წინააღმდეგ. ზელენსკის განმარტებით, ეს სანქციები უკრაინიდან თანხების გადინების გზებს დახურავს. მისი თქმით, უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით.

„გადავდგით ახალი სასანქციო ნაბიჯი ბოროტების სახელმწიფოსთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ. შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნებულია. ეს 280-ზე მეტი კომპანიაა და 120 ადამიანი, რომლებიც სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული სქემებით უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდნენ, გაჰქონდათ სახსრები ჩვენი სახელმწიფოდან და აფინანსებდნენ რუსულ კომბინაციებს. ეს გადაწყვეტილება გარკვეული დროის განმავლობაში მზადდებოდა, ის საფუძვლიანად შემუშავებულია და ხურავს ათობით მილიარდიან სქემებს. ეს არ არის ასეთი უკანასკნელი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სასანქციო სიაში შესულ ფიზიკურ პირთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ასევე არიან კვიპროსის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები.

რაც შეეხება ე.წ. შავ სიაში შეყვანილ კომპანიებს, ესენია რუსული ბუკმეიკერული კომპანიები, ლატარეების ორგანიზატორები, იპოდრომები, საინვესტიციო და გასართობი კომპანიები, მათ შორის უკრაინაში მოქმედი დაწესებულებებიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved