• რეკლამა
  • კონტაქტი
17:11, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაიხსენეთ, რომ ღმერთისგან შექმნილ ყოველ ადამიანს ასეთი ცა საკუთარ სულშიც აქვს – გია მურღულია

ალია ავტორი - ალია
11:57 03-12-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
565

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს:

“შუშანიკის წამებაში” წერია ვარსქენზე: “ბოროტებდა და იტყოდა…” (დედოფალს მიმართავდა ღვარძლიანად, როცა უმოწყალოდ აწამებდა: ხომ ხედავ, ვერაფრით გამოგადგა ვერც შენი ღმერთი და ვერც ეკლესიაო).

ძალიან საინტერესო შემასმენელია “ბოროტებდა” და უკიდურესად თანამედროვედაც გამოიყურება დღევანდელი სოციალური ქსელებისთვის.

ადამიანები მათში ძლიერად და პაუზის გარეშე ბოროტებენ.

ზოგიერთს, ასე ჩანს, სხვა საქმე საერთოდაც არ აქვს.

ასეთი დაუძინებელი აგრესია კაცს, ქვეყანას, საზოგადოებას, სახელმწიფოს შიგნიდან ჭამს და ყველაფრისთვის (ემანდ რამე არ გამორჩეს!) გაფაციცებით ცოცხალია.

იერონიმ ბოსხის ნიჭიერება სჭირდება ამ მომაკვდინებელი მოვლენის დახატვას.

გაიხედეთ გარეთ, რა კარგი ამინდია, როგორი დილა გათენდა, შეხედეთ ცას და გაიხსენეთ, რომ ღმერთისგან შექმნილ ყოველ ადამიანს ასეთი ცა საკუთარ სულშიც აქვს.

გახსოვთ გრიგოლ ორბელიანის სიტყვები? – “ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად სურს სისხლი კაცისა?!”

საქართველო თითოეულ ჩვენგანში მეტი სიკეთის ღირსია.

“ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”?

შესაძლოა, ასეა, მაგრამ ბედი ხომ ცდაა.

რაც შეიძლება მეტმა ვთქვათ ყველას გასაგონად – როცა ბევრი ეცდება, იქნებ ერთს მაინც გამოუვიდეს.

“ბოროტებდა და იტყოდა…”

ნეტავ, როგორი თვალები ჰქონდა იაკობ ხუცესს, ამას რომ წერდა…“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved