• რეკლამა
  • კონტაქტი
08:40, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წვევამდელებთან დაკავშირებით არსებული არასწორი პრაქტიკა აღარ იქნება” – თავდაცვის მინისტრი

ალია ავტორი - ალია
19:20 03-11-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
985

ის არასწორი პრაქტიკა, რაც დღეს გვაქვს, როცა წვევამდელები გადიან სავალდებულო სამსახურს სხვადასხვა უწყებაში, აღარ იქნება და, რა თქმა უნდა, ეს არ ემსახურება იმ მიზანს, რაც წარმოადგენს ქვეყნისთვის მომზადებული რეზერვის შექმნას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალ კოდექსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი „თავდაცვის კოდექსით“ შეიქმნა ისეთი პირობები, რომ გაცილებით მეტი მოთხოვნა იქნება სტუდენტების მხრიდან.

„ჩვენ გავითვალისწინეთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პროცესიც, დავუტოვეთ ჩვენს სტუდენტებს იმის საშუალებაც, რომ სწავლის პერიოდში, მოქნილი სისტემის საშუალებით, წელიწადში ერთი თვით, არდადეგების პერიოდში გაიარონ და მოხადონ სავალდებულო სამსახური. მეტიც, უმაღლესი განათლება თუ აქვს ახალგაზრდას და უმაღლესი განათლების პერიოდში არ ისარგებლა ნებაყოფლობით იმ პროგრამით, რასაც ვთავაზობთ, უმაღლესის დამთავრების შემდეგ, ასევე ვთავაზობთ კიდევ უფრო მოქნილ პროგრამას. პროგრამით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს, ჩაირიცხოს რეზერვში, ამავდროულად, შევუქმნით კომფორტულ პირობებს, რომ არ დაზიანდეს მისი საქმიანობა და არ მიიღოს სხვა ფინანსური ზიანი. ჩვენ კი არ დავიხიეთ უკან, არამედ შევქმენით ისეთი პირობები, რომ, ვფიქრობთ, გაცილებით მეტი მოთხოვნა გვექნება ჩვენ სტუდენტების მხრიდან, ვიდრე ამას ყოველწლიურად მოვემსახურებით. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მხოლოდ ნებაყოფლობითობაზე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved