• რეკლამა
  • კონტაქტი
18:40, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:36 03-09-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
873

ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ – ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევა ხალხის დამსახურებაა და ვინც ცდილობს, დაიბრალოს, რომ თვითონ იყო რამის თავი და ბოლო, ეს ტყუილია.

“არ მოხვიდეთ არ იმუშაოთო, რა კარგი სამსახური მაქვს. ცხვირში მოხვდა “ქართულ ოცნებას”, რომ ნახეს ხალხს რა ძალა აქვს. მოხვდათ ცხვირში და ძალიანაც კარგი, ასე მოხვდება ყველას ცხვირში ვინც ეცდება, რომ საქართველო წაათრიოს რუსეთისკენ.

სამართლებრივად, კანონპროექტი კიდევ უნდა დადგეს კენჭისყრაზე და როგორც კეთილი ინებეს და იმ ჭუჭყს დაუჭირეს მხარი, ასევე იმავე ამაზრზენ კანონს აღარ უნდა დაუჭირონ მხარი და ასე გაუქმდება. მე ვფიქრობ, ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ – ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე. ბოდიში უნდა მოუხადონ, რომ ეგეთი სამარცხვინო რაღაცის გამოგზავნა არ გვინდოდა უბრალოდ ცოტა დავლიეთ აქ ბიჭებმა, 76-ნი ვიყავით შეკრებილები, ტვინი აგვერია, რაღაც შხამიანი დავლიეთ და გამოგვეგზავნა ვენეციის კომისიაშიო.

გარდა ამისა, უნდა დადგნენ ცხრანი, ერის დედები და მამები რომ არიან და ბოდიში მოუხადონ პოლიციელებსაც და სათითაოდ ჩამოუარონ იმ დაკავებულ ბიჭებსაც, დაშავებულებსაც და ბოდიშები უხადონ. მაგათ ადგილზე საერთოდ დავიხურავდი ქუდს და წავიდოდი სამსახურიდან, სირცხვილით როგორ უნდა შევიდნენ იქ.

ძალიან კარგი, რომ აქცია დღესაც იმართება. ცხვირში მოხვედრის და ამ სამარცხვინო „ქართული ოცნებაზე” და 9- კაციან გაუგებრობაზე გამარჯვების ყიჟინა უნდა ისმოდეს აქ. ვისურვებდი, რომ აღარც შეტაკებები იყოს, აღარც დაპირისპირება, უბრალოდ კარგი იქნება, თუ ყველა ვიზეიმებთ გამარჯვებას ამ ტვინარეულ ხალხზე.

დავრწმუნდი, რომ ყველამ ძალა უნდა მოვიკრიბოთ, რომ “ქართული ოცნება” გავუშვათ და “ნაციონალური მოძრაობა” არ მოვუშვათ. ვისაც ეს შეგვიძლია, უნდა შევძლოთ და ვისაც არ შეგვიძლია და ხალხი უპოლიტიკოსებადაც მშვენივრად აკეთებს ყველაფერს, დავიხუროთ ქუდი და „დავახვიოთ“ ყველამ.

არ მაინტერესებს არც გიორგი ვაშაძეები, არც გედევან ფოფხაძეები, ხალხი იყო ყველაფრის ორგანიზატორი. ვინც ცდილობს, რომ ახლა დაიბრალოს, რომ თვითონ იყო რამის თავი და ბოლო, ეგ არის ტყუილი. ხალხმა აჩვენა, რომ პოლიტიკურ კლასზე ათი თავით მაღლა დგას – შეგნებითაც, ქვეყნის სიყვარულითაც, ორგანიზების უნარითაც და ყველაფრით. ჩვენ, პოლიტიკოსებს გვითხრეს, რომ „დავაი“, „დაახვიეთ“, ჩვენ თვითონ მივხედავთ ამ ქვეყანასო”, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved