ტელეწამყვანი დათო გორგილაძე Facebook-ზე წერს:
„მიღწეულით კმაყოფილება სწორია. ეს თქვენი გამარჯვებაა და უნდა იამაყოთ. ოღონდ, ზომიერი კმაყოფილებაა საჭირო.
შეგახსენებთ გუშინწინდელს: არ განვიხილავთო და უკანა კარიდან შეაცუნცულეს განსახილველად. პროპორციულის დაპირებასაც შეგახსენებთ.
თუ შეხსენებაა, ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ინიცირებაც ისეთივე ბოროტებაა, როგორც მისი დამტკიცება და მის დასაცავად ასეთი თავგამოდებული ბრძოლა მათი მხრიდან – ანუ, მათი მარშრუტი გაშიფრული და მოშიშვლებულია.
შეეშინდათ თქვენი რაოდენობისა და შემართების. ზნე არ უცვლიათ.“
შეგახსენებთ, პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გაიწვია.
კომენტარები