• რეკლამა
  • კონტაქტი
16:04, სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოს ხელისუფლებას!… შეჩერდით! წინ მართლა უფსკრულია!“ – ნაირა გელაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:35 03-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

მწერალი ნაირა გელაშვილი:

„საქართველოს ხელისუფლებას
ბატონებო, როგორ გულწრფელადაც არ უნდა იყოთ დარწმუნებულნი, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ დაუყოვნებლივ მიღების გარეშე საქართველო დაიღუპება, დღეს ერთადერთი კეთილგონივრული გადაწყვეტილება იქნება, შეაჩეროთ კანონის განხილვა.
როგორც ზრდადასრულებული და კეთილი ნების ადამიანი მოიქცეოდა, განუცხადეთ მოქალაქეებს, რომ პარლამენტი გააგრძელებს საკითხზე მუშაობას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად და საერთო თანხმობით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ან რაღაც სხვა გზას დაადგება.
ნუთუ რაიმე ღირს ჩვენი შვილების, სტუდენტების, ახალგაზრდების (უფროსი თაობა სულაც რომ არ ვახსენოთ ) ასეთ ტრავმად, ასეთ ნერვების წყვეტად, ასეთ სასოწარკვეთად, რასაც იმ ერთადერთი, ოცდაათწლიანი იდეალის, ერთადერთი საზოგადოებრივი შეთანხმების გაბათილება იწვევს, ეს „კანონი“ რომ გვპირდება?
თუ არ იქნება დემოკრატიული საქართველო და დასავლეთთან მეგობრული, ნაყოფიერი, ღირსეული თანამშრომლობა, რასაც დიდი შრომა სჭირდება, მაშ რიღასთვის ვნაყეთ წყალივით ჩვენი უახლესი ისტორია? რიღასთვის ღვარა ხალხმა ამდენი სისხლი და ცრემლი?
ყველასთან განხეთქილებას, რაც ამ „კანონმა“ ბოლომდე აშკარა გახადა, ვერც ხელისუფლება გაუძლებს და ვერც ქვეყანა.
მოგიწოდებთ, არ დაუშვათ ძალის გამოყენება საპროტესტო მიტინგის მონაწილეთა წინააღმდეგ! ნუ გაიმეორებთ იმ სისასტიკეს, რომლის მსხვერპლიც, როგორც წესი, უდანაშაულო ადამიანები ხდებოდნენ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე!
გაიხსენეთ, რომ ამ ახალგაზრდებს ვერაფერი შესთავაზეთ ისეთი, რომ მათ საკუთარ სამშობლოში დაედგომებოდეთ!
შეჩერდით! წინ მართლა უფსკრულია!“
თეგები: ნაირა გელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved