• რეკლამა
  • კონტაქტი
19:50, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, როგორ აპირებთ ამ სირცხვილის ტარებას?” – ნათია მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:38 03-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,827

პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი:

,,ჩვენი ერთადერთი მტერი რუსეთია. ოცნებამ მტრად მეგობრები გამოგვიცხადა. მაინტერესებს სად არიან ის მოქმედი თანამდებობის პირები, ვინც დასავლეთის დახმარებით აშშ-სა და ევროპაში განათლება მიიღო, ვის პროფესიულ განვითარებაშიც დასავლეთმა ათასობით ფული ჩადო, ვინც შესანიშნავად იცის, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმები დასავლეთის დახმარების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ახლა არის მომენტი, როცა მხარე უნდა აირჩიო. ჩუმად ვერ იქნები. ხვალინდელ, უკეთეს საქართველოში თითოეული ჩვენგანის ადგილი იმის მიხედვით განისაზღვრება, როგორია ჩვენი პოზიცია დღეს.

2007 წლიდან 2021 წლამდე საჯარო სამსახურში გავატარე. ამერიკელების და ევროპელების დახმარებით გახდა შესაძლებელი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რამაც უამრავ არასრულწლოვანს მისცა ნასამართლობის გარეშე ცხოვრებისა და რესოციალიზაციის შესაძლებლობა; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვა, რამაც სასამართლოს მიმართ ნდობის არარსებობის პირობებში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობის მეტნაკლებად გაზრდაში; წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, რამაც დაკავების ადგილებში შექმნა ღირსეული პირობები და ადამიანებს გაუჩინა დაცულობის მეტი განცდა; ელექტრონული სამაჯურების დანერგვა, რამაც შესაძლებელი გახადა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქმედითი ბრძოლა. რომ არა დასავლეთი, შეუძლებელი იქნებოდა პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს რეფორმები, უწყებების ტექნიკური აღჭურვა და თანამედროვე სისტემებად გარდაქმნა. და ეს მხოლოდ ძალიან მცირედი ჩამონათვალია.

ამ საქმეში ბევრი ადამიანი მახსოვს ჩემთან ერთად და რატომ ხართ დღეს ჩუმად? თუ თვლით, რომ მტერი გვეხმარებოდა? ან ამ სიჩუმის პირობებში, როგორ აპირებთ ხვალ კონფერენციებზე ჯდომას და დონორული დახმარების მიღებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. მოგიწოდებთ, რომ ხმა ამოიღოთ, მაღალი, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მაინც. უბრალოდ დღევანდელი სიჩუმით გამოწვეული სირცხვილის გრძნობა არ მოგასვენებთ.

აღარაფერს ვამბობ იმ ხალხზე პარლამენტიდან, რომლებიც პარტიონრებთან პირად საუბრებში თავს პრო-დასავლელებად ასაღებთ, ხელს ივანიშვილისკენ იშვერთ და ამ დრომდე არათუ ხმა არ ამოგიღიათ, აუღელვებლად დაუჭირეთ მხარი კანონპროექტებს. როგორ აპირებთ ამ სირცხვილის ტარებას?”

თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved