რუსთაველის გამზირზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი 22 მარტამდე გადაიდო. ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მტკიცებულებების წარდგენისთვის ვადა მოითხოვეს, რაც მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა დააკმაყოფილა და 7 დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
გუშინ, 2 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ სამოქალაქო პროტესტისთვის 36 პირი დააკავა. ნაწილი მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
კომენტარები