• რეკლამა
  • კონტაქტი
13:03, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გულისამრევი ბალაგანი გვაქვს აქეთ“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:32 03-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,421

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი:

„მეგობრებო და დაუძინებელო მეგობრებო, რამდენიმე მოსაზრებას შემოგთავაზებთ:

1. რეჟიმი გვჯობნის იმით, რომ მისი გზავნილი არის ძალიან ცხადი და თანმიმდევრული, როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს. „ბიძინას ყველა კრიტიკოსს ომი და თქვენი სისხლისღვრა უნდა, ბიძინამ თქვენთვის თავი გაწირა და სჯიან“ – ეს არის ძალიან მარტივი კონსტრუქცია. 2011 წელს დაიწყო ამ კონსტრუქციით მუშაობა და 12 წლის თავზე მოხდა ისე, რომ მთელი დასავლეთი და ოპოზიცია გლობალური ომის პარტიაა და ქართველების სისხლი უნდა – ბიძინა თავგანწირული გმირია და გვიცავს მსხვერპლის ფასად. (სააკაშვილის ნატურას, რადგან კარგად იცნობდა, მოკავშირედ გამოიყენა. ბოლომდე დააგოიმა და ფაქტობრივად, მას შეასრულებინა თავისი გეგმა გვარამიას დახმარებით – მიშას კრიტიკოსების გაქრობითა და განადგურებით ოპოზიციურ ველზე).

2. რეჟიმის ოპონენტებს გვჭირდება ასევე ცხადი გზავნილი: ა) შეთანხმება ჩვენს შორის, რომ ეს რეჟიმი არის კრემლის გავლენის აგენტურული რეჟიმი. ბ) სრული არ თანამშრომლობა რეჟიმთან როგორც პარტიების, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხრიდან.

ტყვიასავით ცხადი, მარტივი და სწორხაზოვანი გზავნილი გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმის მიერ შექმნილ აბსურდულ ნიაღვარში გააღწიოს და ადამიანების გულებსა და თავებს მისწვდეს. ჩვენ ვაბნევთ ოპოზიციურ ამომრჩეველს ჩვენი არათანმიმდევრულობითა და უპასუხისმგებლობით საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე. ოპოზიციის მხარეს არის სრული ბალაგანი: თან პუტინისტი რეჟიმია, თან პუტინისტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თან პუტინისტებს ვაიძულებთ, რომ ევროკავშირში შევიდნენ, თან სასამართლო რეფორმასა და 12 პუნქტზე ვმუშაობთ, თან სალომეს იმედი გვაქვს, თან სალომე მოღალატეა…. თან ხელი მოაწერეთ, ხალხოოო, ეგებ უპირობოდ მიგვიღონ… მოკლედ, გულისამრევი ბალაგანი გვაქვს აქეთ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სამარცხვინო და უსუსური არათანმიმდევრულობის, რაც ოპოზიციის მხარეს ხდება. ეს უნდა აღიკვეთოს. სანამ ამ გზავნილზე შეთანხმება არ მოხდება (ართანამშრომლობა), „ევროპული საქართველო“ ამ ბალაგანიდან თავს შორს დაიჭერს და მხოლოდ თავის ამომრჩეველთან იმუშავებს.

3. სიბრიყვეა, რომ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი არ უნდა და ახლა ოპოზიციამ ხალხი უნდა დარაზმოს, რომ ევროკავშირს ზეწოლით და უპირობოდ მოაცემინოს. „ქართულ ოცნებას“ სტატუსი უნდა – პირობების შესრულება არ უნდა, იმიტომ რომ ამ პირობებით ძალაუფლებას კარგავს. ამისთვის წევს ტემპერატურას მაღლა ამ კანონით, რომ ივაჭროს და მისი პოლიტიკის ნორმალიზაცია მოახდინოს ყოველგვარი პირობის შესრულების გარეშე – მელიას დაჭერა გაიხსენეთ, მელიათი ივაჭრა და შეგრეკათ პარლამენტში ცხვრებივით „გამარჯვებული“ სამადაშვილის თაოსნობით! იგივე უნდა! ამიტომაა მნიშვნელოვანი გაიაზროთ, რომ ეს კანონი რომც არ მიიღოს – რეჟიმი მაინც რუსულია. ეს სიბრიყვე ყველაზე მეტად მიშლის ნერვებს იმიტომ, რომ ნათელყოფს, რა იოლად მანიპულირებადია ოპოზიციური ველი. მოკლედ, სანამ ამაზე შეთანხმება მოხდება, მანამდე „ევროპული საქართველო“ თავისთვის უბერავს და ვინც გვეთანხმებით ამაში, ჩვენ შემოგვიერთდით – იმ ბალაგანს გაეშვით“

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved