საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა, 85 კი – დაშავდა.
სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო კი – თესალონიკიდან ლარისამდე.
ამ დროისთვის კატასტროფის ადგილიდან, არსებული მონაცემებით, დაახლოებით 250 მგზავრი უსაფრთხოდაა გადაყვანილი.
კომენტარები