• რეკლამა
  • კონტაქტი
15:36, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, აი მაგალითად, სწორედ უცხოური ფონდების დახმარებით პირადად მე, ჩემი ორგანიზაციებით და ჩემი გუნდით შევძელი” – მარიკა არევაძის ჩამონათვალი

ალია ავტორი - ალია
16:21 02-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
436

უფლებადამცველი მარიკა არევაძე:

“უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ კანონპროექტს მინდა შევეხო და ადამიანური ენით ავხსნა, რა გავლენას მოახდენს ეს ადამიანებზე და რატომ არის მავნებლობა.

თავდაპირველად სულ, რომ გვერდით გადავდოთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები და რუსული მიზნები ამ კანონპროექტში, ჯერ მინდა მარტივად მოგიყვეთ რა დააკლდება ხალხს ამ კანონპროექტის კანონად ქცევით.

აი მაგალითად, სწორედ უცხოური ფონდების დახმარებით პირადად მე, ჩემი ორგანიზაციებით და ჩემი გუნდით შევძელი:
– პანდემიის პერიოდში ასობით ადამიანისათვის ინდივიდუალურ დონეზე იურიდიული მომსახურების მიწოდება. აღსრულებების გაჩერება, საქმეების შეჩერება, მორიგებები, პირგასამტეხლოების მინიმუმამდე შემცირება, საპენსიო სესხებზე არათანაზომიერად დარიცხული სარგებლისა თუ გაზრდილი ძირი თანხების შემცირება. ეს ყველაფერი ამ ასეულობით ადამიანისათვის იყო უფასო, ვინაიდან ფინანსები გაიღო უცხოურმა ფონდმა. ეს ასეულობით ადამიანი ამას ვერ შეძლებდა ამ ფონდის დახმარების გარეშე ვინაიდან არ ექნობოდა იურიდიული მომსახურებისათვის საკმარისი მატერიალური შესაძლებლობა;
– უკრაინა რუსეთის ომის პერიოდში, სწორედ უცხოური ფონდების დახმარებით შევძელით ომით დაზარალებული ქალების კლუბის შექმნა, ათობით ქალს ვამზადებთ ხელობებში, რომ შეძლონ და შეიქმნან საკუთარი შემოსავლის წყარო; უახლოეს პერიოდში ქართული ენის სწავლებას შევძლებთ 100მდე უკრაინელისათვის; სხვადასხვა ხელობის შესწავლას და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ვგეგმავთ ქართველი ომით დაზარალებული ქალებისათვის.

ეს ყველაფერი (და ეს მხოლოდ მცირე მაგალითებია) შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ უცხოური ფონდების დახმარებით. წარმოიდგინეთ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა და რამდენი კარგი საქმე კეთდება, მაგალითად შშმ პირებისათვის შესაბამისი დახმარებების აღმოჩენა, ბავშვების დახმარება, უფლებების დაცვა და სხვა. თავად სახელმწიფოც ბევრ რამეს სწორედ ამ უცხოური ფონდების ფულით აკეთებს.

როგორც კი ეს კანონპროექტი გადაიქცევა კანონად, ეს ყველაფერი გაქრება – ანუ დაზარალდებიან სერვისის მიმღები ადამიანები, მოსახლეობა.

თავის მხრივ ეს კანონპროექტი ატარებს პოლიტიკურ მიზანს, რომელიც დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორის გაქრობას ისახავს მიზნად, რომ ვეღარ მოხდეს ხელისუფლების კონტროლი.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ საერთოდ შეწყდეს ამ კანონპროექტის განხილვა, ეს კანონპროექტი არაფრით არ უნდა გადაიქცეს კანონად. იმ შემთხვევაში კი თუ ის კანონის სახეს მიიღებს, არავინ არ უნდა დარეგისტრირდეს “აგენტად” და კანონი დარჩეს აღუსრულებელი. ამ კანონპროექტს არავითარი საერთო არ აქვს ქვეყნის და ხალხის ინტერესებთან და ეს კარგად უნდა გავიაზროთ.”

თეგები: მარიკა არევაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved