ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობიდან” გასვლას იწყებს და დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს.
იმედიLIVE-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, მელიას თანაგუნდელები იქნებიან “ნაცმოძრაობიდან” ბაჩო დოლიძე, აკო მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, გიორგი პატარაია და სხვები.
არსებული ინფორმაციით, შესაძლოა კონსულტაციები გაიმართოს პარლამენტარებთან – ეკა ხერხეულიძესთან, ხატია დეკანოიძესთან ან ანი წითლიძესთან, რომ მელიას ახალმა მოძრაობამ ფრაქციის შექმნა შეძლოს.
მელიას თანამოაზრეები უკვე ზრუნავენ პარტიული ინფრასტრუქტურის შექმნაზეც. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ეს ინფორმაცია ოფიციალურად ნიკა მელიასგან.
კომენტარები