“ბარემ გადაგვაფორმეთ საპატრიარქოს ყმებად” – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას გელათის საკითხთან დაკავშირებით:
„გელათს ვერ ვშველით და საპატრიარქოს გადავცემთ თავისი ფინანსებით და ლოჯისტიკური რესურსითო,- უბრძანებია მინისტრ წულუკიანს. თქვენ ვერც ქვეყანას შველით და ბარემ გადაგვაფორმეთ საპატრიარქოს ყმებად. გადავცემ -გადმოვცემ, გელათია, ივანიშვილის ქარვასალა კი არა. გადაეცით ბაბუთქვენის დანატოვარი“ – ნათქვამია პოსტში.
კომენტარები