• რეკლამა
  • კონტაქტი
03:48, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის და Veli.store-ის ერთობლივი აქცია ბიზნესის მხარდასაჭერად

ალია ავტორი - ალია
13:44 02-24-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
443

თიბისი და Veli.store მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნესი, რომელიც Veli.store-ზე დარეგისტრირდება როგორც ბიზნეს მომხმარებელი, შეიძენს ნებისმიერ ნივთს და გადაიხდის თიბისი ბიზნეს ნაკრების ბარათით მომენტალურად დაიბრუნებს თანხის 30% –ს(მაქსიმუმ 200 ლარს).

ეს არის თიბისის და Veli.store -ის პირველი პარტნიორობა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. Veli.store, საყიდლების ციფრული პლატფორმაა, რომელიც შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას, საცალო სეგმენტის მომხმარებლების შემდეგ, ახლა უკვე ბიზნესსაც სთავაზობს.

ამ პარტნიორობის ფარგლებში, პირველად საქართველოში, Veli.store–ი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ახლა უკვე კომპანიის სახელით დარეგისტრირდნენ და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი პროდუქცია მარტივად, ერთ სივრცეში შეიძინონ.  

Veli.store-ზე ბიზნესის მიმართულება რამდენიმე უპირატესობას აერთიანებს: ასობით ვირტუალურთაროზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასები არ განსხვავდება ტრადიციული რითეილისგან. ამასთანავე, ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ნივთი ველის საწყობშია თავმოყრილი, რაც სხვადასხვა კატეგორიისა და ბრენდის ნივთების სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს. ნებისმიერი მოცულობის ამანათის შეკვეთიდან 3 საათის განმავლობაში უფასო მიტანა კი, დამატებით ღირებულებას ქმნის.

შეუფერხებელი და მოსახერხებელი სავაჭრო გამოცდილების შედეგად, მცირე და საშუალომეწარმეებსა და ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ კონკურენტულ ფასად მაღალი ხარისხის პროდუქცია შეიძინონ და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი – დრო დაზოგონ.  

სასურველი პროდუქციის შესყიდვის პროცესი ბიზნესისთვისაც ისეთივე მარტივი და მოქნილია, როგორც ფიზიკური პირებისთვის.

მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესის წარმომადგენელს, ინდივიდუალურ კაბინეტში, შეუძლია კალათში დამატებული ნივთების შეძენის სასურველი მეთოდით – ბიზნეს ბარათით ან ინვოისით გადახდით ისარგებლოს.

თიბისის ბიზნეს ნაკრების ბარათით გადახდის შემთხვევაში, პროცესი სტანდარტულია – ისეთივე, როგორც ფიზიკური პირისთვის. ინვოისით გადახდის შემთხვევაში კი, ქართული ონლაინ შოპინგ ისისტორიაში პირველად, პროცესი სრულად ავტომატიზებულია, რომლის ფარგლებშიც, მარტივი ინსტრუქცია მომხმარებელს ანგარიშსწორების პროცესში ეხმარება. ორივე მეთოდით გადახდისთანავე, სასაქონლო ზედნადები შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ავტომატურად იტვირთება.

Veli.store-ზე, ბიზნესის მიმართულების გაჩენიდან დღემდე, საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებით უკვე 260-ზე მეტმა ბიზნესმა ისარგებლა. 2022 წელს თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში  Veli.store–მა სწორედ  ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება“ გაიმარჯვა.  

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved