• რეკლამა
  • კონტაქტი
06:03, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აქვს ანემია, მუცლის ღრუში სითხე, კანის დაზიანებები” – როგორია გურჯაანიდან თბილისში გადმოყვანილი ბავშვის მდგომარეობა?

ალია ავტორი - ალია
11:19 02-24-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,069

ძალადობდნენ თუ არა ოჯახის წევრები 2 წლის ბავშვზე? – საქმეში სამართალდამცველები უკვე ჩაერთვნენ. ბებიის განმარტებით, ოჯახი მრავალშვილიანია. მშობლები კი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქალი ირწმუნება, რომ ბავშვი ცოტა ხნის წინ დედასთან იმყოფებოდა.

“მუცელი აქვს გაბერილი და სითხე აქვს მუცელში. მუცელზე არის დამწვრები, ეგ დავინახე, ფეჩთან არის მუცელი დადებული. მე ვეუბნები ყველას გაარკვიოს ვინც სცემა და ვინც გააკეთა. პოლიცია ჩართულია. ჩემ წინ რომ დაარტყეს, მაშინ გავიგე რომ ძალადობდა. დედამ დაარტყა. რატომ იქცევიო ეგრე ტირილი რომ დაიწყო. ცოტა ფსიქიატრიულად არის დაავადებული, შეამოწმეს, გაიგებენ ყველაფერს”,- ამბობს მერი თურქოშვილი, ბავშვის ბებია.

მცირეწლოვანი თავდაპირველად გურჯაანის “ჯეო ჰოპიტალსის” კლინიკაში შეიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც. კატასტროფის ბრიგადამ ის გურჯაანიდან თბილისის ჯეოჰოსპიტალსში გადაიყვანა.

ექიმები ადასტურებენ, რომ მცირეწლოვანს სხეულზე მრავლობითი დამწვრობა, მუცლის ტკივილი და ანემია აღმოაჩნდა.

“მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა რიგი კლინიკოლაბორატორიული კვლევები, გამოვლინდა ანემია და კუაგულოპათია. მიმდინარეობს მკურნალობა. ჩატარებული კვლევებით მუცლის ღრუსა და პლევრის ღრუში აღენიშნება სითხე. გრძელდება ინტენსიური მონიტორინგი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო. გარეგანად აღენიშნება კანის მრავლობითი დაზიანებები, რომელიც ქირურგის მიერ იქნა დამუშავებული”,- ამბობს ექიმი.

სამართალდამცველები უკვე იმყოფებოდნენ დედის გამოსაკითხად, თუმცა გამოძიება დეტალებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. გავცრელებული ინფორმაციით, დაკავებულია ბავშვის მამა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved