• რეკლამა
  • კონტაქტი
10:05, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დროს – ჩხაიძე

ალია ავტორი - ალია
12:17 02-23-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
569

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ჯანმრთელობა და ჩვენი ძირითადი მიზანია რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. არაერთგზის აღვნიშნე, რომ პაციენტის მიერ არ თუ ვერ ხერხდება იმ კალორაჟის მიღება, რაც მისთვის არის რეკომენდებული. მე ვესაუბრე, შევხვდი ქალბატონ გიულის და ავუხსენით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რეკომენდაციას რასაც ჩვენ ვაძლევთ ნამდვილად არ ხერხდება მისი მოტანა,“- ამის შესახებ ზურაბ ჩხაიძემ, “ვივამედის ” კლინიკურმა დირექტორმა გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი იღებს რეკომენდებული კალორაჟის მხოლოდ და მხოლოდ მესამედს, მაშინ როდესაც მისი სასიცოცხლო ფუნქციური შენარჩუნებისთვის დაახლოებით 1680-1700 კილოკალორიამდე არის საჭირო.

„პაციენტის ანამნეზიდან მას ნამდვილად აქვს ჩატარებული ბარიატრიული ოპერაცია, მაგრამ აქ ძირითადი პრობლემა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში წონის კლებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა უკავშირდება კვების პრობლემას. ის კალორაჟი რასაც უნდა იღებდეს მის მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, რაც რეკომენდებულია ექიმი სპეციალისტების მიერ, დაახლოებით პაციენტი იღებს ამ რეკომენდებული კალორაჟის მხოლოდ და მხოლოდ მესამედს და მეტს არა. რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რასაც პაციენტი იღებს, არის მაქსიმუმ 500 კილოკალორიის ფარგლებში, მაშინ როდესაც მისი სასიცოცხლო ფუნქციური შენარჩუნებისთვის დაახლოებით 1680-1700 კილოკალორიამდე არის საჭირო. პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დროს და რაოდენობით, რაც როგორც გითხარით არის ძალიან მცირე იმ აუცილებელ კილოკალორაჟთან რასაც უნდა იღებდეს ის.“

კითხვაზე, გაუმჯობესდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებს რეკომენდაციების შესრულებას, ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა თანხვედრა იყოს ექიმსა და პაციენტს შორის, რაც ამ შემთხვევაში არ ფიქსირდება.

„სამკურნალო პროცესს ორი ძირითადი შემადგენელი აქვს. ერთ მხარეს არის პაციენტი და არის სამედიცინო პერსონალი. ექიმის მოწოდება არის რომ გაუმჯობესდეს პაციენტის მდგომარეობა და ეს უნდა იყოს სრულ თანხვედრაში პაციენტის სურვილთან, მაგრამ ეს რაღაც იმდენად არა ორდინარული შემთხვევაა, რომ არ არის თანხვედრა სამედიცინო მხარეს და პაციენტს შორის.“- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved