• რეკლამა
  • კონტაქტი
06:41, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
10:54 02-23-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
421

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თანამედროვე სამყაროში სიცრუე უკეთური პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის იარაღია და ამ იარაღს 2004-12 წლებში დიდი წარმატებით იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

„ყველას გვახსოვს, როგორ ტირაჟირებდა მაშინ ერთ ხმაში სიცრუეს „ნაცმოძრაობის“ მიერ მიტაცებული სამი ტელევიზია. 2012 წლის შემდეგაც, „ნაცმოძრაობისთვის“ სიცრუე პოლიტიკაში თავის შენარჩუნების მთავარ იარაღად დარჩა. იმისათვის, რომ სიცრუე წარმატებული იყოს, ნაცმოძრაობის ტელევიზიები აგრესიულად უპირისპირდებიან თავისუფალ სიტყვას და ნებისმიერ ლოგიკურ არგუმენტს, რომელმაც მათი სიყალბე შეიძლება ამხილოს.

ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტების – „ნაციონალების“, მათი ენჯეოების, მედიასაშუალებებისა და უცხოელი პატრონების სიყალბე ძალიან მარტივად, ამერიკული, რუსული და ქართული კანონების ტექსტების ერთმანეთთან შედარებით მტკიცდება, ისინი ყოველგვარ არგუმენტაციაში შესვლის გარეშე ატრიალებენ ერთი და იგივე ყალბ მესიჯს, რომ, თითქოს, „ჩვენი კანონპროექტი რუსულია“. ეს დამოკიდებულება იმის შედეგია, რომ ისინი ისეთ ცნებებს, როგორიც თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვაა, პრინციპულად არ ცნობენ და ვერ ეგუებიან.

ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე მიგვანიშნა, რომ ევროპაში მედია სრულ ცენზურას ექვემდებარება, რაც ევროკავშირის უმწვავეს ფასეულობით კრიზისზე მეტყველებს. ვხედავთ, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, რაც ათწლეულების მანძილზე ევროპის მთავარი ხიბლი იყო, დღეს უკიდურესად არის დაკნინებული.

ეს შემაშფოთებელი მდგომარეობა კარგად ჩანს ევროპარლამენტის მაგალითზეც. გასული თვეების მანძილზე, ევროპარლამენტმა მიიღო სამი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომლებიც ერთმანეთზე უარესი სიყალბით არის გაჯერებული. ითხოვენ კრიმინალების სასჯელისგან განთავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას, აცხადებენ, რომ კეზერაშვილი იდევნება, როგორც ე.წ. კრიტიკულად განწყობილი მედიის მფლობელი, ამბობენ, რომ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების გამო არის დაჭერილი, გვიმტკიცებენ, რომ მსხვერპლი არა სანდრო გირგვლიანი, არამედ სააკაშვილია. როდესაც ევროპარლამენტი ამ მასშტაბის სიყალბეს ტირაჟირებს, ეს ევროკავშირში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს. ევროპარლამენტის საერთო რევიზორებად ჩვენ არ გამოვდგებით, მაგრამ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სადაც საქართველოზე ამ ხარისხის სიყალბე ვრცელდება, იქ მსგავსი სიცრუე სხვა ქვეყნებისკენაც ხშირად არის მიმართული.

ევროკავშირში შექმნილი ღირებულებითი, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი საქართველოსთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. მედიისა და სიტყვის თავისუფლება, სიმართლე და სამართლიანობა, აგენტურისგან თავისუფალი სუვერენული სახელმწიფოებრიობა არის ის ღირებულებები, რომელთათვისაც 2012 წელს ვიბრძოდით და რომელთა მოსაპოვებლად საქართველო სააკაშვილის აგენტოკრატიული ავტორიტარული რეჟიმისგან გავათავისუფლეთ. გამაოგნებელია, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ართმევენ ევროპას ამ ღირებულებებს, რის გამოც მისი მომავალი ძალიან რთულად განჭვრეტადი ხდება. სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედ ევროკავშირს არაფერი აქვს საერთო იმ ევროპულ ოჯახთან, რომლის წევრობაზეც ათწლეულების მანძილზე ვოცნებობდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved