ახალქალაქში შუახნის კაცის დაჭრის ფაქტზე მამა-შვილი დააკავეს, – ინფორმაციას რეგიონული მედია “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით შემთხვევა 18 თებერვალს მოხდა. დაჭრილი კაცი ახალქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 და 19-108-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
კომენტარები