• რეკლამა
  • კონტაქტი
08:15, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როდის დაზიანდა ელექტროსადენები, რამაც გამოიწვია ვაკის პარკის ტრაგედია…” – “გრინ სერვისის” ადვოკატები გამოძიების ხარვეზებზე

ალია ავტორი - ალია
13:23 02-19-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
651

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები გამოძიების ხარვეზებზე საუბრობენ – “გრინ სერვის პლუსის” და ამავე კომპანიის თანამშრომლის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ მოკვლევის ფარგლებში არ გამოუკითხავთ მნიშვნელოვანი მოწმეები, არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზები და არ მოუპოვებიათ მტკიცებულებები, რაც ბრალის დამძიმების საფუძველს შექმნიდა.

ადვოკატებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ პროკურატურის მიმართ შენიშვნები და ბრალდებებიც აქვთ.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ გამოძიების ეტაპზე მნიშვნელოვანი პირების გამოკითხვა არ მომხდარა, პირველ რიგში კი იმ ხალხის, ვინც შეასრულა სამუშაოები და ვინც იყო პასუხისმგებელი ხარისხზე, კომპანიის, რომლისგანაც შეისყიდეს ტექნიკა შადრევნისთვის და ამავე კომპანიის იმ წარმომადგენლების, რომლებმაც უშუალოდ დაამონტაჟეს ის.

“”გრინ სერვისმა” შადრევნის საჭირო მოწყობილობები და ტექნიკა შეიძინა ცნობილი ბრენდისგან იმ პირობით, რომ მოხდებოდა ამ ტექნიკის დამონტაჟება, აწყობა, ექსპლუატაციაში გაშვება და შემდგომი გარანტია განხორციელდებოდა. მონტაჟი განახორციელა ქარხნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა წესების შესაბამისად და 3 თვე იმუშავა ამ შადრევანმა. 4 თვის გამოძიების განმავლობაში გამოძიებამ არ დაადგინა და არ გადადგა არც ერთი ნაბიჯი ამ ქარხნის რომელიმე წარმომადგენლის ან შადრევნის შემსრულებელი სპეციალისტის დასაკითხად. ბრალდებას არ დაუსვამს კითხვები ელექტროსადენის დაზიანების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით თუ როდის მოხდა ამ ელექტროსადენების დაზიანება, არ ჩაუტარებიათ საჭირო ექსპერიმენტები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ვითარების აღდგენას და ობიექტური რეალური მიზეზის დადგენას ამ ტრაგედიისა,” – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

გარდა ამისა, ადვოკატები საუბრობენ მტკიცებულებების გაყალბებაზე. ასევე, რაც შეეხება ბრალდებას, ისინი ამბობენ, რომ დაკავებულ პირებს დაცვის უფლება ეზღუდებათ, რაც გამოიხატება იმაში, რომ წინასასამართლო სხდომის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე და მტკიცებულებების გაცვლის ვადის ბოლო დღეს დამძიმდა ბრალი, რაც მათ წამგებიან პოზიციაში აყენებს.

როდის მოხდა ელექტროსადენების დაზიანება, რამაც გამოიწვია ვაკის პარკის ტრაგედია – ამ კითხვას სამართალდამცავები სვამენ და უპირისპირდებიან ბრალში არსებულ ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კაბელები დამატებითი სამუშაოების დროს დაზიანდა. ადვოკატები უსვამენ ხაზს, რომ საქმეში არ მოიპოვება და გამქრალი არის ვიდეოკამერის ჩანაწერები. კერძოდ 12 თებერვლის კადრები, სადაც აღნიშნულია ტრაგედიის წინა დღე.

“ბრალდებამ ვერ შეძლო მიუხედავად ჩვენი მიმართვისა და მოთხოვნისა აღნიშნული ვიდეომასალის უწყვეტობის ან და მასზე ზეგავლენის არ არსებობის ფაქტის დადასტურება. კერძოდ, მოცემულ მომენტში ამოღებულ იქნა მერიის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ჩამწერი მოწყობილობებიდან ვიდეოჩანაწერი, რომელიც 12 ოქტომბერს, შემთხვევის წინა დღეს დაახლოებით 7-8 საათის მონაკვეთი არის გამქრალი სრულად ვიდეოჩანაწერის. საორიენტაციოდ, შუადღის 3 საათიდან საღამოს 9 საათამდე.

ჩვენს მიერ მოპოვებულ იქნა მოწმეთა ჩვენებები, სადაც მითითებულია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ წინა დღეს შადრევანში გადაადგილდებოდნენ “გრინ სერვისის” თანამშრომლები. მთელი ამ დროის განმავლობაში შესაძლოა წაშლილი იყოს სწორედ ის კადრები, სადაც “გრინ სერვისის” თანამშრომლები გადაადგილდებიან აუზში და მათზე არ მოქმედებს ელექტროდენი, რაც თავის მხრივ ბუნებრივია დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ელექტროენერგიის გაჟონვის ფაქტი წარმოიშვა უშუალოდ შემთხვევის დღეს და არა 22 სექტემბრის სამუშაოების შედეგად,” – აცხადებს “გრინ სერვის პლუსის” წარმომადგენლების ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

ცნობისთვის, ორი დღის წინ საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი დაუმძიმდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved