• რეკლამა
  • კონტაქტი
16:57, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ეს არის ჩემი შეცდომა ქართველი ხალხის წინაშე” – გიორგი გახარია

ალია ავტორი - ალია
17:46 02-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
594

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია აცხადებს:

„ერთის მხრივ „ოცნება“ ფაქტობრივად გვეუბნება რომ სახელმწიფო თურმე ბიძინა ივანიშვილია და ის ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ რომ მისი ფული იყოს დაცული. მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრობა“ გვეუბნება რომ სახელმწიფო მიშა სააკაშვილია და მისი ჯანმრთელობის და კომფორტის გარდა, სხვა არაფერი არ არის მნიშვნელოვანი.

საბოლოო ჯამში, ორივე მხარე საქართველოს მომავალს ივანიშვილს ან სააკაშვილს სახელს უკავშირებს. ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა. ეს სახელმწიფო ქართველი ხალხის არის, რომელმაც არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არჩევანი ევროპულ მომავალს უკავშირდება.

ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მიზნით, რა თქმა უნდა საქართველოს სჭირდება გონიერი, ფრთხილი და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, მაგრამ სინამდვილეში „ოცნების“ ვითომ მშვიდობიანი და ფრთხილი პოლიტიკა, უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ამ ქვეყნის მომავალს, დაუცველებს ნამდვილი მეგობრების გარეშე გვტოვებს პირისპირ რუსეთთან.

სამწუხაროდ, საქართველო დღეს ერთმანეთზე წაკიდებულ საზოგადოებად იქცა, ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან. გარბიან არა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების გამო, არამედ პირველ რიგში უიმედობის გამო. გარბიან ევროპაში, აშშ-ში, გარბიან იქ, სადაც თავის მომავალს ხედავენ. მათ აღარ უნდათ სამშობლოში დარჩენა, რომელიც სულ უფრო სწრაფად ბრუნდება წარსულში.

ამ გამოწვევების ფონზე, რომ მეტი ევროპა მოვიტანოთ საქართველოში ქვეყანა წარსულისკენ მიექანება. სამწუხაროდ ამაში ჩემი წვლილი და პასუხისმგებლობაც არის. ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა და საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში, შეგნებულად თავისი, პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს და ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად, თამამად, ვაჟკაცურად, არამედ დამალული მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა.

ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე, თუმცა დღეს არ არის თავის მართლების და წუწუნის დრო. დღეს მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, რაც არ უნდა დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე მე ამ ვალს დავაბრუნებ.

დღეს ჩვენ გვაქვს შანსი ისტორიას დრო მოვუგოთ, გავხდეთ თანამედროვე, ძლიერი ევროპის ნაწილი. არ არსებობს მშვიდობა ევროპული მომავლის გარეშე, არ არსებობს ევროპული მომავალი მშვიდობის გარეშე და ჩვენ ამას ვიმსახურებთ“

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved