„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რაც უფრო მეტად მიებმება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემას, მით უფრო მეტად გართულდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაც და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაც.
წესით ორჯერ ორი რომ ოთხია, იმ დონის ბანალობაა, მაგრამ ჩვენს ისტერიულ და აჟიტირებულ გარემოში არაპოპულარულ აზრად თუ დაფიქსირდება.
თუმცა იყოს მაინც. დაფიქსირდეს. საინტერესოა რამდენი იზიარებს.
P. S. კომენტარებს არ ვპასუხობ. ლანძღვა-გინებებს გაუფრთხილებლად ვშლი და გამეორების შემთხვევაში მაგინებელს ვბლოკავ“.
კომენტარები