• რეკლამა
  • კონტაქტი
23:35, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დღეს ევროპარლამენტი არის აგენტოკრატიის ნოტარიუსი” – ,,ხალხის ძალა” ახალ განცხადებას აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
17:52 02-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
218

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადება:

? „ყურადღებით გავეცანით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მორიგ წერილს, რომელიც უმნიშვნელოვანეს მინიშნებებს შეიცავს. რაც მთავარია, წერილში დასმულია საკვანძო შეკითხვა იმის შესახებ, თუ ვინ არის ძალა:

– რომელმაც „კრედიტ სუისს“, ერთი მხრივ, ბანკის დანგრევა, ხოლო, მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შანტაჟი და მისთვის თანხების დაბლოკვა დაავალა;

– რომელმაც ევროპარლამენტს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით ორი რეზოლუცია მიაღებინა, შემდეგ კი, საქმე ბოლომდე არ მიიყვანა, საიდანაც ჩანს, რომ მიზანი არა ივანიშვილის დასჯა, არამედ, ომის თემასთან კავშირში, მისი დაშანტაჟება იყო;

– რომელიც მთელ ევროპულ მედიაზე ტოტალურ ცენზურას ახორციელებს და მას ბანკის მენეჯმენტისთვის ზიანის მომტანი სტატიების გამოქვეყნების უფლებას არ აძლევს.

ყველა ვხედავთ, რომ „კრედიტ სუისი“ არა ბანკის აქციონერების დაკვეთით, არამედ სწორედ აქციონერების ინტერესების წინააღმდეგ, მესამე ძალის დაკვეთითა და დავალებით მოქმედებს. ბანკის მენეჯმენტი, რომლის მთავარი ფუნქცია ბანკის ინტერესების რეალიზებაა, სინამდვილეში, ბანკის წინააღმდეგ მუშაობს. „კრედიტ სუისში“ მენეჯმენტი მუდმივად იცვლებოდა, ხელწერა კი არა. შესაბამისად, აშკარაა, რომ პრობლემა არა ბანკის მენეჯმენტის საკადრო სისუსტეში, არამედ მასზე მესამე ძალის ზემოქმედებაშია, რომელსაც ბანკის დასუსტებისა და პოლიტიკური შანტაჟისთვის მისი გამოყენების ინტერესი ამოძრავებს.

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ევროპულ მედიაზე ცენზურის თემის არასწორ ინტერპრეტირებას ცდილობენ და საქმეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს, ივანიშვილის ადვოკატები ევროპაში სტატიებს ვერ ბეჭდავენ. სინამდვილეში, ადვოკატებმა ევროპულ მედიაში უამრავი სტატია დაბეჭდეს, ოღონდ როდესაც ეს სტატიები არა ბანკის მენეჯმენტს, არამედ ბანკს აზიანებდა. ცენზურა მხოლოდ მაშინ ამოქმედდა, როდესაც ადვოკატებმა აქცენტი ბანკიდან მის მენეჯმენტზე გადაიტანეს.

ანუ გამოდის, რომ არის ვიღაც, ვისაც ბანკის დანგრევა აწყობს და ბანკის მენეჯმენტს, რომელსაც ამ საქმისთვის და ივანიშვილის დაშანტაჟებისთვის წარმატებით იყენებს, კბილებით იცავს.

ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ახალმა სახემ გუშინ იკითხა, ჩვენ თუ ვახერხებთ სააკაშვილის შესახებ ფულით სტატიების გამოქვეყნებას, ივანიშვილი ამას რატომ ვერ აკეთებსო. ამაზეც მარტივი პასუხი გვაქვს. სააკაშვილიც და „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტიც ერთი ძალის აგენტები არიან. დღეს სააკაშვილი ამერიკელების აგენტია, „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტსაც ამერიკელები მართავენ და ევროპულ მედიასაც ამერიკელები აკონტროლებენ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის აგენტოკრატიის მტერია და ანგარიშსაც და სტატიებსაც, ბუნებრივია, ამიტომ უბლოკავენ.

დღეს გამოქვეყნებული წერილით, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მკაფიოდ აჩვენა, რა პროცესები წარიმართება ჩვენს გარშემო. მთლიანობაში, როდესაც ევროპაში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებით, იხატება იმის ანალოგიური სურათი, რაც 2012 წლამდე ქართულ აგენტოკრატიაში იყო შექმნილი:

– დღეს შუაგულ ევროპაში, შვეიცარიაში დაუბრკოლებლად წარმოებს ბიძინა ივანიშვილის რეკეტი, რაშიც უშუალოდ არიან ჩართული სახელმწიფო და საფინანსო სტრუქტურები. მეთოდები, რომლებიც ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენება, არაფრით განსხვავდება ბიზნესის რეკეტის სქემისგან, რომელიც საქართველოს უახლესი აგენტოკრატიული წარსულიდან ასე მძიმედ დაგვამახსოვრდა;

– ევროპული მედია დღეს არის მონოპოლიზებული და ტოტალურ ცენზურას ექვემდებარება. ეს მდგომარეობაც დეჟავიუს მსგავსად მოგვაგონებს 2012 წლამდე არსებულ ქართულ რეალობას, სადაც მედია და მისი იდეოლოგია ასევე ერთი ხელიდან იმართებოდა;

– დღეს ევროპარლამენტი არის აგენტოკრატიის ნოტარიუსი, რომელიც ნებისმიერი აბსურდის გაფორმებაზეა თანახმა. ასეთი პარლამენტიც მძიმედ გვახსოვს 2004-12 წლების ქართული რეალობიდან, სადაც საკანონმდებლო ორგანო სააკაშვილს თავის თავზე ჰქონდა მორგებული და მას ნებისმიერ უმსგავსობაზე ზუსტად ისეთივე წარმატებით აწერინებდა ხელს, როგორი წარმატებითაც დღეს ევროპარლამენტს სამარცხვინო რეზოლუციებს ამტკიცებინებენ.

ქართულ აგენტოკრატიას ყველა ამ გამოვლინებით ჩვენმა მოსახლეობამ 2012 წელს დააღწია თავი და თუ ევროინტეგრაცია ლოკალური აგენტოკრატიის ევროპული აგენტოკრატიით ჩანაცვლებას ნიშნავს, ასეთ ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობისთვის ვერავითარი ფასი ვერ ექნება.

წლების მანძილზე, ჩვენ ევროპა თვითმყოფადობის, ქრისტიანობისა და დემოკრატიის გამო გვხიბლავდა. ქართველები პატარა ერი ვართ, მაგრამ საუკუნეების მანძილზე ვიბრძოდით თვითმყოფადობისა და ქრისტიანობისთვის. გარდა ამისა, გასული ოთხი ათწლეულის მანძილზე ჩვენ ორი პრინციპული ბრძოლა გადავიტანეთ დემოკრატიისთვის – 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა რეჟიმის და 2012 წელს სააკაშვილის სისხლიანი აგენტურული რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ, ქართველებმა კარგად ვიცით როგორც თვითმყოფადობისა და ქრისტიანობის, ისე დემოკრატიის ფასი.

ვხედავთ, რომ დღევანდელი ევროპა და ევროკავშირი თვითმყოფადობის, ქრისტიანობისა და დემოკრატიის სერიოზულ კრიზისს განიცდის, რაც მის თითოეულ წევრ სახელმწიფოზე ვრცელდება. როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს სულ მცირე 10-12 წელი დაჭირდება. შესაბამისად, საჩქარო და დასაკარგი არაფერი გვაქვს. ამ 10-12 წლის განმავლობაში, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კრიზისიდან თავის დაღწევას და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა ახალი გარემოებების მიხედვით უნდა მიიღოს“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინი მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინი მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved