კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა.
მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა – ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი.
ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!
მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატს, ბატონ მალხაზ სალაყაიას!”
კომენტარები