• რეკლამა
  • კონტაქტი
11:51, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჰოდა, აი, რანაირად?“ – რას წერს დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:53 02-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
583

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:

„ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება არის ის, რომ ყველაფერი დადებითი რაც იმ დროს მოხდა, პრაქტიკულად განუყოფელია იმ ყველაფერ უარყოფითისგან, რაც მაშინ ხდებოდა. მეტიც, იმ დადებითის ძალიან დიდი წილი სწორედ იმ უარყოფითის ხარჯზე გაკეთდა.
კერძოდ, ქურდების და კრიმინალის ალაგმვა, პატრულის შემოღება, საბაჟოს და საგადასახადო სისტემების ეფექტიანობის მკვეთრი ზრდა, ტოტალური კორუფციის დამარცხება, ენერგოკრიზისის დაძლევა და ა.შ და ა.შ. მიღწევები განხორციელდა პოლიტიკური ძალაუფლების ვიწრო წრეში კონცენტრაციის, ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიზირებისა და ქვეყნის მართვის მთავარ ინსტრუმენტად გამოყენების, სასამართლოსა და ბიზნესზე სრული კონტროლის, საზოგადოების დაშინებისა და დაშანტაჟების მეშვეობით. სხვანაირად რომ ვთქვა, ქვეყანაში განხორციელდა სახელმწიფოს მოდერნიზაცია დემოკრატიისა და თავისუფლების ხარჯზე.
ეს განუყოფელობა ჰქმნის სწორედ იმ პერიოდის პოლარიზებულ აღქმას. ვიღაცისთვის ზემორე პლუსები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზემორე მინუსები მათ ფონზე ფერმკრთალდება, ხოლო ვიღაცისთვის სწორედ ეს მინუსებია ხელისუფლების შეფასებისთვის განმსაზღვრელი და ჩამოთვლილი პლუსები მათ გამართლებად არანაირად არ მიაჩნია (კომენტარებში რომ არ იმკითხაოთ, აქვე ვიტყვი, რომ მეც ასე ვაფასებ). ისეთებიც არიან, მარტო პლუსებს ან მარტო მინუსებს რომ ხედავენ და საწინააღმდეგოს არც აღიარებენ.
თუმცა, ასეა თუ ისე, ამ არადემოკრატიული მოდერნიზაციის პროცესში მიხეილ სააკაშვილთან ერთად მთავარი ფიგურები იყვნენ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და დავით კეზერაშვილი. ისინი იყვნენ არა მხოლოდ სააკაშვილის დავალებების შემსრულებლები, არამედ პრეზიდენტთან ერთად მთელი მმართველობითი სისტემის შემქმნელები და საკვანძო ფიგურები. სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ამ მოდერნიზაციაში შეტანილი, რამდენადაც ის იყო სახელისუფლო გუნდის მთავარი ფინანსური დონორი და პირველი ორი წელი, სანამ ბიუჯეტი გაიზრდებოდა, საკუთარი ჯიბიდან უხდიდა ხელფასს მთელ სახელმწიფო ბიუროკრატიას.
აქედან გამომდინარე, მე, რბილად რომ ვთქვა, ალოგიკურად მეჩვენება ის, რომ ნაცმოძრაობის ამა თუ იმ ფორმით მომხრეს, რომელიც სააკაშვილის მმართველობას მიიჩნევს ამ ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო პერიოდად, ისე უნდა ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში, რომ არ უნდა არც მერაბიშვილი, არც ადეიშვილი, არც კეზერაშვილი და ზოგს კიდევ სააკაშვილიც არ უნდა. ანუ უნდათ იგივე სისტემა, ოღონდ ამ სისტემის შემქმნელების, სულისჩამდგმელების და მმართველების გარეშე.
ჰოდა, აი, რანაირად?“
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved