• რეკლამა
  • კონტაქტი
07:59, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გული მაქვს გახეთქვაზე“ – ნიკოლოზ სააკაშვილი შვილს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
19:06 02-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,361

“მიშა უნდა გადარჩე და ნამდვილად გადარჩები, მე ამის მჯერა. მიყვარხარ და ვამაყობ შენით” – ამ სიტყვებით მიმართავს ნიკოლოზ სააკაშვილი შვილს, მესამე პრეზიდენტს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს იმისთვის სჯიან, რომ საქართველო მოეგლიჯა რუსული ორბიტიდან:

„დღე და ღამე მუდმივად მიშაზე ფიქრი მიტრიალებს თავში. სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობა არ მაძლევს საშუალებას აქტიურად ვიბრძოლო იმ უსამართლობის წინააღმდეგ რომელიც მიშას მიმართ არის გაჩაღებული.

რა ვქნა, რით დავეხმარო – გული მაქვს გახეთქვაზე. რა ხდება, რას მოვესწარი – ადამიანს ცოცხლად კლავენ იმისთვის, რომ გაბედა და მოინდომა, ჩვენი საქართველო მოეგლიჯა რუსული ორბიტიდან და კიდევაც მოახერხა.

კლავენ იმისათვის რომ შექმნა ქართული სახელმწიფოებრიობა, სახელმწიფო სიმბოლიკები-ქართული დროშა, ქართული ჰიმნი, რომლის ლეიტმოტივი – ძალა ერთობაშია. შექმნა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, აღადგინა და ააშენა ახალი ქალაქები. საქართველოს მოქალაქეებს ჩაუნერგა საკუთარი თავის რწმენა, რწმენა მომავლის და იმედი ხვალინდელი დღის. შექმნა ე.წ. მიშას თაობა. გასაქანი მისცა ადამიანების ნიჭს, პრიორიტეტად აქცია განათლება. გააცნო მთელ მსოფლიოს ჩვენი ყოფა, უძველესი კულტურა.

კლავენ  ადამიანს, რომელმაც მოახერხა რიგითი ადამიანების ინტეგრაცია ქვეყნის მშენებლობის პროცესში, შეამცირა უმუშევრობა. შექმნა ქვეყნის სიძლიერის სიმბოლო, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ქართული ჯარი. ვაი ჩვენ ყოფას-ამისთვის ისჯება და კლავენ? უფლის გეშინოდეთ. ყველას თავისი მიეზღვევა ადრე თუ გვიან. კარგად დაფიქრდით, მოკლე მეხსიერება მძვინვარებს ჩვენში. მიშა უნდა გადარჩე და ნამდვილად გადარჩები. მე ამის მჯერა. მიყვარხარ და ვამაყობ შენით”- წერს სააკაშვილი.

თეგები: ნიკოლოზ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved