• რეკლამა
  • კონტაქტი
11:51, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გაჩუმდა გოგაშვილი, რატომ „გადაიფიქრა“ ხელისუფლების მხილება და რა ბედი ეწია იმ კომპრომატებს, რომელიც მისივე თქმით, ევროპაში გაიტანეს?!

ალია ავტორი - ალია
17:50 02-13-2023
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,270

ანი დვალიშვილი

მიმდინარე პროცესების ფონზე, თითქოს ყველამ დაივიწყა სოსო გოგაშვილის არსებობა. „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი (თან როგორი მაღალჩინოსანი!) პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურობდა, წერილს წერილზე აგზავნიდა, მისი ოჯახის წევრები სოციალურ ქსელსა თუ კამერების წინ იმუქრებოდნენ, ამბობდნენ, რომ ძალიან მალე ყველაფერი დასრულდებოდა, რომ ხელისუფლებას ამხელდნენ, რომ დაჭერების სერია დაიწყებოდა, მაგრამ ერთ დღეს ეს ყველაფერი შეწყდა. შეწყდა ისე, თითქოს ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხი აიქნია. ტარდება დახურული პროცესები და მისი გარემოცვიდან არავინ იღებს ხმას. რა მოხდა რეალურად? რატომ „გადაიფიქრა“ გოგაშვილმა ხელისუფლების მხილება და რაც მთავარია, რა ბედი ეწია იმ კომპრომატებს, რომელიც მისივე თქმით, ევროპაში გაიტანეს და ევროპული ქვეყნის ლიდერებისთვის უნდა დაერიგებინათ?

„არავისთვის არის უცხო, რომ გოგაშვილს მმართველ გუნდში არათუ ბევრი ნაცნობ-მეგობარი, არამედ ნათესავიც ჰყავდა. ის გახლდათ „ოცნების“ მოქმედი არაერთი მაღალჩინოსნის ბავშვის ნათლია და პირიქით, მისი ბავშვების ნათლიებიც „ოცნების“ ლიდერები იყვნენ. როგორც იქნა, პირველი აფეთქებისა და ემოციების ჩაცხრობის შემდეგ,  გოგაშვილი მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა და რასაც ის კომპრომატებს ეძახდა, რეალურად, უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები იყო, რომელსაც არცერთი ქვეყნის არცერთი სასამართლო არ მიიღებდა და რაც მთავარია, ამ ყველაფერს სერიოზულადაც არავინ აღიქვამდა. გოგაშვილს წაართვეს არაერთი ქონება, ძიება დაიწყეს დანარჩენ ქონებაზე და ის მიხვდა, რომ შესაძლებელი იყო, ბოლომდე გაეწირათ და დაბრუნებოდა იმ სტატუსს, რომელიც 2012 წლამდე ჰქონდა – ანუ, კვლავ უქონელი გამხდარიყო. ამიტომ, ის გაჩუმდა, გააჩუმა ოჯახის წევრები და მზად არის, ციხეში 4-5 წელიც გაატაროს, სანაცვლოდ კი, შეუნარჩუნდება ყველაფერი ის, რაც მისი სანათესაოს სახელზეა. ჟურნალისტები რომც ეხვეწონ, ახლა ხმას არავინ ამოღებს და ხელისუფლების საწინააღმდეგოსაც არავინ იტყვის. გოგაშვილი ახლა მხოლოდ იმას ითხოვს, რომ რაც შეიძლება, მცირე სასჯელი მისცენ და სავარაუდოდ, 4 წელს აკმარებენ“, – ეუბნება „ალიას“ წყარო.

ასე დასრულდა ამბავი, რომელიც რეალურად არც დაწყებული და რაც მთავარია, სწორედ გოგაშვილის საქმეზე, „ოცნებამ“ ბევრი ისწავლა და ახლა, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, ვინც საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებენ, არამარტო მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, არამედ მათ ზუსტად იციან, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, იგივე ელოდებათ, რაც გოგაშვილს. ანუ, მოცემულობა ასეთია – ან მუშაობ „ოცნებაში“, ან მიდიხარ და ხარ ჩუმად, თუ არადა, იცი, რაც მოგელის.

თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved