• რეკლამა
  • კონტაქტი
22:37, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პირად ჰოროსკოპში – ეს არის მე-8 სახლი, სიკვდილის სახლი – „მიწისძვრა მოხდა – აქაც რომ მოხდეს“ – რას წერს რამაზ გიგაური

ალია ავტორი - ალია
17:38 02-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
454

ასტროლოგი რამაზ გიგაური:

„კრიზისის და ხიფათის შესახებ
კრიზისი და ხიფათი – სიცოცხლეშია.
სიკვდილში – არანაირი კრიზისი და ხიფათი არ არის.
საერთოდაც, აბსოლუტური დაცულობა არაფერში არ არსებობს, გარდა სიკვდილისა. ამიტომ, სანამ ადამიანი ცოცხალია – კრიზისის და ხიფათის ალბათობა მუდამ არსებობს. უბრალოდ, აქ არის ერთი ფაქიზი „რეცეპტორი“ და მას ჰქვია შიშის მართვა.
მაგალითად, ასტროლოგიაში, კონკრეტულად კი პირად ჰოროსკოპში – ეს არის მე-8 სახლი. სიკვდილის სახლი. რომელიც მიანიშნებს გამოუცნობ შიშზე, „უცბად, რომ რაღაც განადგურდეს ჩემს ან ჩემი ახლობლების ცხოვრებაში“.
„დაიწყო ომი – აქაც რომ დაიწყოს“, „მიწისძვრა მოხდა – აქაც რომ მოხდეს“ და ა. შ.
როცა ადამიანი ემორჩილება შიშს – ის ჩერდება. მის ცხოვრებას უკვე შიში მართავს. ალბათ ყველას გვახსოვს, ფილმში „აპოკალიპტო“ „ქვიანი ზეცის“ საუბარი შვილთან – „იაგუარის თათთან“, როდესაც ასწავლის, რომ შიში ეს სიმსივნეა და ის შეიძლება გადასდოს სხვასაც, ამიტომ უნდა ამოიძირკვოს გულიდან. შემდგომ აღმოჩნდება, რომ სწორედ შიშის დაძლევით „იაგუარის თათი“ ამარცხებს მტერს, თავს აღწევს ტყვეობას და გადაარჩენს ცოლ-შვილს. უფრო მეტიც, ის ამარცხებს ბედისწერას და უეჭველ სიკვდილსაც კი.
შიში – ბუნებრივია, რიგ შემთხვევაში ძალიან კარგი დამხმარეა. სწორედ შიშის გამო გაურბის და თავს აღწევს ადამიანი საფრთხეს. თუმცა როდესაც ეს საფრთხე ფიზიკურად არ არსებობს? რატომ შფოთავს ადამიანი?!
ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება თვითონ შექმნას, მოიგონოს „საფრთხე“, ანუ „წავიდეს“ მომავალში, იქ „მოახდინოს კატასტროფა“, შემდეგ დაბრუნდეს აწმყოში და დაიწყოს ამის გამო ნერვიულობა და შფოთვა.
საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ კრიზისი ან ხიფათი არ ნიშნავს – სიკვდილს. პირიქით, ეს ნიშნავს სიცოცხლეს.
აწმყო – ეს არის წერტილი, რომელიც ძალიან კარგად ჩანს აღმოსავლურ (ინდურ ადვაიტას) სისტემაში – აქ და ახლა.
არის თუ არა აქ და ახლა საფრთხე და კრიზისი თუ მე ვიგონებ მას?!
თუნდაც იყოს, ეს ნიშნავს, რომ მე ვიმყოფები სიცოცხლეში. ეს პულსაციაა. მსგავსად იმ პატარა ბავშვებისა, რომლებიც თურქეთის მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებიდან ამოჰყავთ.
ერთი-ერთი ასეთი ბავშვის ფრაზა ტოლ-სწორია (თუ მეტი არა) ნებისმიერი გურუს სიტყვისა, რომელმაც ნანგრევიდან ამოყვანის შემდეგ თქვა: „მე ნაყინის ჭამა ვერ მოვასწარი!“
ალბათ ყველას გაგვახსენდა გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვები: „თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი თოჯინა ვარ და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ პაწაწინა ნაგლეჯს… რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!“
გახსოვდეთ, რომ კრიზისი და ხიფათი – ეს არ არის გზა სიკვდილისკენ. ეს არის გზა სიცოცხლისკენ. ეს სიცოცხლეა!
როდესაც შენ იმარჯვებ შენს კრიზისებზე და ცხოვრების მიერ შექმნილი ხიფათიდან გამარჯვებული გამოდიხარ, სადაც შეგიძლია თქვა: „ახლა, შემიძლია ნაყინი ვჭამო, ყავა (ან თუნდაც, წითელი ღვინო) დავლიო. დავურეკო ჩემს საყვარელ ადამიანს და ვუთხრა: მე შენ ძალიან მიყვარხარ“.
ნუ შეგაშინებთ კრიზისი და ხიფათი. ეს სიცოცხლეა.
ჰოდა, დარჩით სიცოცხლეში! ❤“
თეგები: რამაზ გიგაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved