უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთს მხარეს მოხალისედ მებრძოლი 49 წლის რამინ ბახტაძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” GAL TV-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც დაღუპულის მამა არნოლდ ბახტაძემ ესაუბრა. რამინ ბახტაძე ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ გალის სოფელ პირველი ოტობაიადან იყო.
მამა ამბობს, რომ მისის შვილი რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ცხოვრობდა. იგი ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად მეგობრებთან ერთად წავიდა და 31 დეკემბერს, უკრაინელების მიერ ქალაქ მაკიივკაზე მიტანილი იერიშისას დაიღუპა. ის ვლადიმირში დედის გვერდით დაკრძალეს.
კომენტარები