მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.
„ოქტომბრის შემდეგ ბევრად უარესად გახდა. ეს დიაგნოზები პროგნოზირებადია და ინტოქსიკაციაც. გუშინ თვითონაც გაათენა და მედპერსონალმაც. საშინელი, გაუსაძლისი სახსრების ტკვილები აქვს, ფაქტობრივად აღარ აქვს კუნთები ადამიანს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ტკივილს. მოწამლულია და ვერ იღებს საკვებს“, – განაცხადა ალასანიამ.
კომენტარები