თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჰატაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კომპლექსის Renaissance Residence-ის მფლობელი, სტამბოლის აეროპორტში დააკავეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
ოფიციალური თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, მეჰმედ იასარ ჩოსკუნი საბიჰა გიოქჩენის აეროპორტში მონტენეგროში გამგზავრების მცდელობისას გააჩერეს.
მეჰმედ ჩოსკუნი სტამბოლის გაზიოსმანფაშას რაიონში მთავარი პროკურატურის ბრძანებით დააკავეს. მისთვის ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.
კომენტარები