დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს ზუსტად 6 წელი შესრულდა ჩემი ძმის დაკავებიდან. მონატრებასა და ცრემლებში გატარებული ექვსი წელი ჩემი რძლისთვის და ძმისშვილებისთვის, დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის. სხვათა შორის, ახლა უკვე სამართლებლივად მრავალი საფუძველი არსებობს ჩემი ძმის ვადაზე ადრე განთავისუფლების. მას სასჯელის ორი მესამედი უკვე მოხდილი აქვს. ის კვლავაც პარალიზებულია და ლოგინსაა მიჯაჭვული. ადრეც მითქვამს: ჩვენი ოჯახი მუდმივად მოლოდინშია რომ მას დაგვიბრუნებენ. დღესაც ამ იმედით ვაგრძელებთ ცხოვრებას.“
კომენტარები