საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები უკან გაიტანა. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს 6 თებერვალს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.
როგორც ირკვევა, მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, უკან 2023 წლის 11 იანვარს გაიტანა.
მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე თვის წინ უჩივლა. მმართველი პოლიტიკური ძალა ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია რამდენჯერმე, მათ შორის, პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტისას დაირღვა.
„ქართული ოცნების“ თქმით, პრეზიდენტმა ასევე გადააჭარბა უფლებამოსილებას, როდესაც საგარეო პოლიტიკის განხორციელება, მთავრობის გვერდის ავლით გადაწყვიტა.
ღარიბაშვილის გუნდი ჩიოდა, რომ ზურაბიშვილმა დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი მთავრობას არაერთხელ უთხრა, რაც მათი შეფასებით, „საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება“.
კომენტარები