• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძაღლებში თავის გადახრის ჩვევა მოგონებებს უკავშირდება – კვლევა

ალია ავტორი - ალია
16:45 02-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
603

ძაღლებს არაერთი საინტერესო ჩვევა აქვთ და მათი ერთ-ერთი საყვარელი პოზის – თავის გადახრის – შესახებაც ყველამ ვიცით, თუმცა რა არის ამგვარი ქცევის მიზეზი?

წინა კვირას ჟურნალ Animal Cognition-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა წამოაყენეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ძაღლებში თავის გადახრა რელევანტური, მნიშვნელოვანი სტიმულის დამუშავებას უკავშირდებოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა, თქვენი ძაღლი თავს იმ სიტყვებისა თუ ობიექტების საპასუხოდ ხრიდეს, რომელიც მის ტვინში მოგონებებს აღძრავს – ასეთია, მაგალითად, საყვარელი სათამაშოს სახელი.

მკვლევრებმა ტესტები ჩაატარეს, სადაც ობიექტების დასახელებათა ცოდნა მოწმდებოდა და 40 ძაღლის რეაქციას დააკვირდნენ. მათ შეისწავლეს, ხრიდნენ თუ არა შინაური ცხოველები თავებს მაშინ, როდესაც მფლობელები ვერბალურად სთხოვდნენ, რომ მათთვის ნაცნობი სათამაშო მოეტანათ.

მეცნიერთა ჰიპოთეზა დადასტურდა. სამთვიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა, GWL და ტიპური ძაღლებისათვის ორი სათამაშოს სახელი ესწავლებინათ, GWL ძაღლები ბევრად ხშირად ხრიდნენ თავს ჩვეულებრივებთან შედარებით – 43% 2%-ის პირისპირ. გამომდინარე იქიდან, რომ ნიჭიერი ძაღლები დასახელებებს სწრაფად სწავლობენ, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ქცევაში არსებული განსხვავებები შესაძლოა, გაზრდილი ყურადღების ან/და მეხსიერებაში გაჩენილი ასოციაციის შედეგი იყოს, რომელიც ვიზუალური გამოსახულების სახელის გაგონებისას აღმოცენდება.

მეცნიერებმა ისიც აღნიშნეს, რომ ისტორიაში აქამდე თითქმის არ ყოფილა კვლევა, რომელიც ძაღლებში მხოლოდ და მხოლოდ თავის გადახრის ჩვევას შეისწავლიდა. წინა ახსნების მიხედვით, ისინი ამას სმენის გასაუმჯობესებლად ანდა უბრალოდ დრუნჩებს მიღმა უკეთ დასანახად აკეთებდნენ.

ახალი შედეგები საკმაოდ ამაღელვებელია, თუმცა მკვლევრები დამატებითი კვლევის საჭიროებას უსვამენ ხაზს. საჭიროა ისიც, რომ ამგვარი ჩვევა ძაღლთა სხვადასხვა სახეობებში შეისწავლონ — მოხსენების ფარგლებში გამოკვლეულ შინაურ ცხოველთა დიდი ნაწილი ბორდერ-კოლის ჯიშისა გახლდათ.

„პრაიმტაიმი“

თეგები: ოთხფეხა მეგობრები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved