უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მორიგ განცხადებას ავრცელებს:
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც უარყო მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმის შესახებ. მან ასევე უარი თქვა მოქალაქის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, მისი უფლებების დაცვის გარანტია უნდა უზრუნველყოს და გადასცეს უკრაინას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“
კომენტარები