• რეკლამა
  • კონტაქტი
16:43, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილის ერთგული ადამიანები ყველა იქნა ამოღებული სიიდან და მეც მიმაყოლეს“ -ქალი, რომელიც “ვივა-მედთან” ღამებს ათევს, ენმ-ს პოლიტსაბჭოდან გაუშვეს

ალია ავტორი - ალია
13:55 02-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,905

ლევან ხაბეიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოდან გაუშვა ქალი, რომელიც დღეს და ღამეს მიხეილ სააკაშვილის მხარდსაჭერად “ვივა-მედთან” ატარებდა. ნიკა მელიას თანამოაზრე დარეჯან ცხვიტარია ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარემ არალეგიტიმური და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

მეც ალბათ პატივი მერგო, რომ ამომიღეს იმ სიიდან. მიხეილ სააკაშვილის ერთგული ადამიანები ყველა იქნა ამოღებული სიიდან და მეც მიმაყოლეს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს დიდი პატივია, მაგრამ რამდენად ლეგიტიმურია ეს საქციელი, რავიცი, ალბათ კანონიც განსჯის და ხალხმაც განსაჯოს. თითქმის 10 ათასმა ადამიანმა ლეგიტიმაცია მისცა პოლიტსაბჭოს და ჯერ კიდევ მარტის ბოლომდე ჰქონდა ვადა პოლიტსაბჭოს და ასეთი, უცებდ გადაწყვეტილი მიიღეს, რომ მიშას ერთგული ხალხი გამოუშვეს პოლიტსაბჭოდან და თავიანთი მეგობრებით შეავსეს პოლიტსაბჭო, ეს რამდენად სამართლიანია, ხალხმა შეაფასოს, – ამბობს ცხვიტარია.

ხაბეიშვილის ფლანგი კი თავის მართლების რეჟიმშია, თუმცა არჩეული თავმჯდომარის მომხრეებს  უჭირთ ახსნა,  რატომ არ მოახვედრეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ საბჭოში პარტიის სტაჟიანი წევრები.

ჩვენ სიიდან არ ამოგვიღია. ეს იყო ყრილობა, თავიდან ახალი პოლიტსაბჭო შეირჩა. ამ სიაში მოხვდნენ, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, კვოტირების წესით პარლამენტის წევრები ენმ-დან, უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ენმ-დან და ასევე იყო რამდენიმე ადამიანიცწარდგენილი გენმდივნის მიერ და ასევე, თავმჯდომარის მიერ. ჩვენ ყველა ვართ მიხეილ სააკაშვილის ერთგული ენმ-ს წევრები, – ამბობს დავით ხაჯიშვილი.

გიორგი ბოტკოველი კი ამბობს, რომ ნიკა მელიას პოლიტიკისგან განსხვავებით, არავის არავინ არსაიდან გაუგდია. ენმ-ს წევრის თქმით, არჩევნები დამთავრდა და ახალ პრინციპებს ყველა უნდა შეეგუოს.

არავის მათთვის არ უთქვამს, რომ ვინმე აქედან უნდა წასულიყო, მათგან განსხვავებით ოღონდ… ის, რომ ჩვენ მანამდე ვისმენდით მუდმივად, მაგალითად, ჩემზე ნიკა მელიას მხრიდან და სხვა ადამიანების მხრიდან, რომ ბოტკოველი უნდა გაეგდოთ აქედან. ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობენ. ყველა ეს ადამიანი უნდა საუბრობდეს პარტიის გაძლიერებაზე. ის, რომ არჩევნები დამთგავრდა, ეს ყველამ კარგად უნდა  შეიგნოს. თუ არჩევნებამდე ვინმე ვინმეს გუნდს წარმოადგენდა და იყოს მისი მხარდამჭერი, არჩევნები დამთვარდა, პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე და ყველა უნდა დაემორჩილოს იმ პრინციპებს, რომელი პრინციპებიც არსებობს პარტიაში, – ამბობს ბოტკოველი.

„ტვ პირველი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved