„იფიქრეთ საქართველოზე, მიშას დაღუპვა, მიშას დაინვალიდება, ძალიან ბევრ უკუპროცესს გამოიწვევს“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლე არევაძემ დარბაზიდან უნდა გაუშვას მიშა სააკაშვილი.
ნიკოლოზ სააკაშვილი მოსამართლე არევაძეს, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
ნიკოლოზ სააკაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, საქმე სტრასბურგის სასამართლომ უნდა განიხილოს.
კომენტარები