• რეკლამა
  • კონტაქტი
01:58, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
13:17 02-04-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
907

ვერძი
ამ დღეს იმდენად დამაჯერებელი ხართ, რომ საკუთარ სიმართლეში ნებისმიერი ადამიანის დარწმუნებას მოახერხებთ. თქვენი ენთუზიაზმი იმდენად გადამდებია, ყურადღებას არავინ აქცევს, ფაქტებს რომ აზვიადებთ და ნაჩქარევი დასკვნები გამოგაქვთ.

დღეს თქვენი იდეა რაც უფრო ფანტასტიკური იქნება, მით უფრო მეტი თანამოაზრე გეყოლებათ. სიზუსტე და ლოგიკა კი შეგიძლიათ რომელიმე სხვა, უფრო მოსაწყენ დღეს გამოიყენოთ.

კურო
დროდადრო თავში საინტერესო იდეები მოგდით, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, მათი განხორციელება არ სცადოთ.

თქვენს ოცნებას საცხოვრებელი სახლის იერი აქვს. ჭერის მოხატვა, კედელში აკვარიუმის ჩაშენება, ვერანდაზე სარწეველა სავარძელი – ეს თქვენი გეგმების მხოლოდ ნაწილია. ჯერჯერობით ამის გაკეთება არ ღირს, თუმცა შეიძლება, ოდესმე გეგმის განხორციელების დროც დადგეს.

ტყუპები
ემოციებით სავსე დღეა, განწყობა ყოველ წუთს გეცვლებათ. თქვენთან გამკლავება უახლოეს ადამიანებსაც კი უჭირთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი ბობოქარი ემოციები თავზე ატყდებათ.

თუ თავის ხელში აყვანას შეძლებთ, ეს თქვენი იარაღი გახდება, რაც დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი
ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოსალოდნელია შეცდომები. არ არის გამორიცხული, რომ რომელიღაც საკითხის მოსაგვარებლად არასაკმარისი ინფორმაცია გაქვთ.

თქვენი რეპუტაცია და საფულე რომ არ დაზარალდეს, ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელშიც ვერ ერკვევით. სადავო საკითხებზე სასურველია, კონსულტაცია პროფესიონალებთან გაიაროთ.

ლომი
ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ – გამორიცხული არ არის, რომ სასურველი რეალობად აღიქვათ.

თავში ბრწყინვალე იდეა მოგივიდათ? მშვენიერია, მაგრამ სანამ მის განხორციელებას შეუდგებით, რამდენიმე დღე უნდა დაიცადოთ.

სხვა მხრივ, მშვენიერი დღეა. შეგიძლიათ ცხოვრებით დატკბეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვა დროისთვის შეინახოთ.

ქალწული
შესაძლოა, თქვენს უფროსს მოეჩვენოს, რომ არასაკმარისად ხართ დატვირთული და ახალი მოვალეობები დაგაკისროთ ან კოლეგებმა გადაწყვიტონ, რომ მათ ნაცვლად, საქმე თქვენ უნდა აკეთოთ.

დროა, სიმტკიცის გამოვლენა და „არა“-ს თქმა ისწავლოთ, სხვა შემთხვევაში, ვიღაც თქვენს გამოყენებას აუცილებლად მოახერხებს.

სასწორები
ამ დღეს ვიღაც თქვენს ცდუნებას ცდის. შეიძლება მიმზიდველი შეთავაზება მიიღოთ ან მომხიბვლელი ადამიანი გაიცნოთ. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც აკრძალულის გაკეთების სურვილი გაგიჩნდეთ.

ვარსკვლავები გირჩევენ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ.

მორიელი
სიტუაციამ თქვენგან შეიძლება პროფესიული უნარების სრულად გამოვლენა მოითხოვოს. სავარაუდოდ, გარშემო მყოფებისთვის რაიმე საკითხში საკუთარი კომპეტენციის დამტკიცება მოგიწევთ. საჭირო ცოდნა და უნარები არ გაკლიათ, ამიტომ ნებისმიერ დავალებას გაუმკლავდებით.

მშვილდოსანი
შესანიშნავ განწყობაზე ხართ და ნებისმიერ საქმეს ადვილად უმკლავდებით. ძველი პრობლემა, რომელიც დიდი ხანია, ტვირთად გაწევთ, თავისთავად მოგვარდება.

გარდა ამისა, შესანიშნავი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად – ამ დღეს თქვენს მომხიბვლელობას ვერავინ გაუძლებს.

თხის რქა
თქვენი წარმატების გასაღები სიფრთხილეა. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც ახლობელმა თქვენი არაინფორმირებულობით ისარგებლოს და მოგატყუოთ ან ინიციატივა წაგართვათ.

ახლა წინდახედულობა და ორმაგი სიფხიზლე გმართებთ. ნუ გახდებით საეჭვო სქემების მონაწილე, რომელშიც თქვენს ჩათრევას ეცდებიან.

მერწყული
ვარსკვლავები მერწყულს ჰარმონიულ დღეს და სიყვარულს ჰპირდებიან. შესაძლებელია, რომ ამ დღემ მარტოხელა მერწყულს რომანტიკული სიურპრიზი ან პერსპექტიული ნაცნობობა მოუტანოს.

თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, გირჩევთ ეს დღე ერთად გაატაროთ.

თევზები
გირჩევთ ამ დღეს ახალი საქმის ან პროექტის დაწყებას ერიდოთ. ეს დღე უბრალო ცხოვრებისეულ სიამოვნებებს უნდა დაუთმოთ. ახლა ყველაფერი გაღიზიანებთ, რაც სამსახურს და მეტ-ნაკლებად შრომატევად საქმეებს უკავშირდება.

ვარსკვლავები გირჩევენ, ის აკეთოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით – ცხოვრებით დატკბეთ და არაფერზე იფიქროთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved