„გუშინდელ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე სრულად შეეცადა პოზიცია დაეფიქსირებინა. წარმოადგინეს სამი და მოხსნეს დანარჩენი ყველა მოწმე. ერთი გახლდათ ქალბატონი ნინო ნადირაძე, რომლის განხილვაც მხოლოდ იუმორის სტილში შეგვიძლია“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ექსპრეზიდენტის გუშინდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„ნადირაძე ყველაფერზე საუბრობდა, გარდა საქმეში მიმდინარე პროცესებისა. რაც შეეხება ორ მოწმეს, ექსპერტებს, აშკარად გამოიკვეთა მათი დარგის სიყალბე. ერთმა საერთოდ არ იცოდა რაზე მოაწერა ხელი და თქვა, რომ მე ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ. მეორე ბატონმა, ფსიქიატრმა, თქვა, რომ ჩაატარა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ისე რომ არ უნახავს ფიზიკურად ადამიანი, არ გამოუკვლევია ტესტები და ა.შ. სრული კატასტროფა იყო. მეორეს რაც შეეხება, ვიზრუნებთ, რომ ფსიქიატრის ლიცენზია დაკარგოს. რადგან არ შეიძლება პატიმრებთან შეხება ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ფსიქიატრიაზე“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
კომენტარები