ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
“იმ ბათუმელ ბიჭს, ლუკა ნაცვლიშვილს, რომელმაც სკოლის კედლიდან რუსეთის და აფხაზეთის დროშები ჩამოხსნა, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ”,-წერს, კეკელიძე.
2022 წლის სექტემბერში, ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, რუსეთის და სეპარატისტული აფხაზეთის დროშები გამოფინეს, რომელიც ლუკა ნაცვლიშვილმა ჩამოხია. ფაქტის გახმაურების შემდეგ, აღნიშნული სკოლის დირექტორი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, აღნიშნული სკოლა დატოვა ლუკამაც.
კომენტარები