• რეკლამა
  • კონტაქტი
08:57, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოლდოვის ვიცე-პრემიერი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ალია ავტორი - ალია
10:52 01-31-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრ, თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზს ეწვია.

მისი თქმით, ორ ქვეყანას ბევრი საერთო აქვს და ქმედებები თბილისსა და კიშინოვს შორის უფრო კოორდინირებული უნდა იყოს, ევროპელ კოლეგებთან ერთად.

“ძალიან საინტერესო გამოცდილებაა იხილო რეალობა ადგილზე, საოკუპაციო ხაზთან, ნახო რუსული სამხედრო ბაზა მეორე მხარეს. ეს არის საერთო ჩვენი რეგიონისთვის, რადგან გვაქვს ანალოგიური გამოცდილება დნესტრისპირეთშიც. როგორც იცით, რუსული სამხედრო ძალები იქ არალეგალურად განლაგებული არიან 1991 წლიდან. ჩემი ქართველი კოლეგისგან ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არის პრობლემები ადამიანის უფლებების კუთხით, სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ეთნიკური წმენდა ორივე რეგიონში და ასობით ათასი ქართველის ტრაგედია, რომლებსაც იძულებით მოუწიათ ამ რეგიონების დატოვება. ვფიქრობ, ბევრი საკითხი გვაერთიანებს, სწორედ ამიტომ ქმედებები თბილისსა და კიშინოვს შორის უფრო კოორდინირებული უნდა იყოს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად. დღეს ასევე ვიყავი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და მათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან არსებული რეალობის შესახებ ბევრი შეკითხვა დავუსვი. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ეს არის ნამდვილად ძალიან ინფორმატიული და საინტერესო, მაგრამ ამასთან სამწუხარო გამოცდილება”, – განაცხადა ოლეგ სერებრიანმა.ვიცე-პრემიერი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მოისმინა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების, ასევე ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევებისა და ინციდენტების თაობაზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved